ხატია სიჭინავას 3-დღიანი დიეტა, რომელსაც "აპოლონივით ქმრისთვის" იცავს - მშობლები

ხატია სიჭინავას 3-დღიანი დიეტა, რომელსაც "აპოლონივით ქმრისთვის" იცავს

2015-06-05 11:37:25+04:00

ხატია სიჭინავას ქმარმა ურჩია, დიეტა დაეცვა რამაზ ნოზაძე რამდენიმე დღით მოლდოვაში გაემგზავრა. მანამდე კი მეუღლეს სოციალური ქსელის საშუალებით წონაში დაკლება ურჩია. "აპოლონივით ქმარი გყავს და შენც ფორმაში უნდა იყოო" - წერდა რამაზი. ხატიაც თავს არ ზოგავს, რომ მეუღლეს გული გაუხაროს ძალიან კარგ ფორმაში იყოს.

- ხატია, რატომ გადაწყვიტე დიეტის დაწყება?

- ქმარმა შენიშვნა მომცა. ჩემი ერთადერთი სტიმული ჩემი ქმარია. მითხრა, 3 დღით მივფრინავ და 3 დღეს გაძლევ, რომ შედეგი დამანახოო.

- უკვე რამდენი დღე გავიდა?

- ორი...

- როგორია შედეგი?

- ორი დღეა, წიწიბურაზე ვარ, უკვე დავიჩუტე.

- რამდენი კილო დაიკელი?

- სასწორზე ჯერ არ შევმდგარვარ, სულ 53 ვიყავი. იმედია, ხვალამდე შესამჩნევი იქნება ჩემი შიმშილობა.

- რა შედის შენს დიეტაში?

- სამი დღე მარტო წიწიბურა უნდა ვჭამო ყველანაირი მისაყოლებელის გარეშე.

- წიწიბურას ზეთის და მარილის გარეშე ჭამ?

- კი, მხოლოდ წყალში მოხარშულს ვჭამ. რას არ გაგაკეთებინებს სიყვარული. რომ ჩამოვა, უკვე ერთად დავიწყებთ ვარჯიშს.

- წყალს ბევრს სვამ?

- კი, წყალი მეხმარება მადის დაკარგვაში. საბედნიეროდ უკვე ძალიან ცხელა. გაგრძელება