ბევრი მათგანი თავს უხერხულადაც გრძნობს, რცხვენია იდეალური სხეულების მქონე მოდელების დახვეწილი ფოტოებით არა მხოლოდ მოდური გამოცემებია აჭრელებული, არამედ ინტერნეტიც. ახალგაზრდა მოხდენილი გოგონები ყოველდღიურად იღებენ ათასობით ფოტოს, ბევრი მათგანი ამ ფოტოებს შემდეგ მოდურ ფილტრებში ატარებს და შემდეგ სოციალურ ქსელში ათავსებს. ასე ყალიბდება საზოგადოებაში სტერეოტიპები, რომ ქალის სხეული უნაკლო უნდა იყოს. თუმცა მშვენიერი სქესის ბევრი წარმომადგენელი როდი დაიკვეხნის იდეალური ფორმებით და კანის იდეალური მდგომარეობით, მით უმეტეს, მშობიარობის შემდეგ. ბევრი მათგანი თავს უხერხულადაც გრძნობს, რცხვენია თავისი სხეულის და კომპლექსდება. ორმა კრეატიულმა დედამ გადაწყვიტა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ქალის ნებისმიერი ცვლილება, მით უმეტეს, ისეთ მშვენიერ მოვლენასთან დაკავშირებული, როგორიც შვილის გაჩენაა – მხოლოდ და მხოლოდ სილამაზეა და არ არის ნაკლი.
მათ შექმნეს ექაუნთი "ინსტაგრამში" "შეიყვარე შენი ხაზები" (Love Your Lines), რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. იდეა მას მერე მოუვიდათ, რაც თავადაც შენიშნეს, როგორ შეიცვალა მათი სხეული მშობიარობის შემდეგ. მათ გადაირეს ფოტოები და სხვებსაც მოუწოდეს, ასე გაეკეთებინათ, ყველასთვის მიეცათ სტიმული, შეეყვარებინათ თავიანთი ახალი სხეული – გახდომის შემდეგ თუ ორსულობის შემდეგ დარჩენილი, და არც მათი გამოჩენის შერცხვენოდათ. იდეას უამრავი ქალბატონი აჰყვა, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაიღეს ფოტოები და ატვირთეს ახალ გვერდზე.
"კაცებს იარები ალამაზებთ, ქალს კი – სტრიები. ისინია იმის დასტური, რომ სამყაროს პატარა მშვენიერი სასწაული აჩუქე. ეს არ არის სამარცხვინო, მსგავსი პრობლემა თითქმის ყოველ მეორე ქალს აქვს", - ამბობენ დედიკოები.
"ჩემი სხეული წიგნია. სტრიები ისტორიის განუყოფელი ნაწილია, იარები – მისი ილუსტრაციები", - დაწერა ერთ-ერთმა.