მხოლოდ დიეტა არ გვჭირდება, არამედ კომპლექსური მიდგომა პრობლემის გადასაჭრელად
თუკი 20 წლის ასაკში ღამე ჭამა, ფასტ-ფუდი და ფიზიკური დატვირთვის არარსებობა პრაქტიკულად არ აისახება სხეულზე, 30 წლისთვის უკვე აღარ შეიძლება ასეთი "თვითნებობა", თორემ რამდენიმე წელიწადში 2 ზომით დიდი ტანსაცმლის შეძენა მოგიწევთ...
აი, სწორედ ამ დროს იწყება "ჯადოსნური" დიეტების ძიება, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში შედეგი არ აქვს. ეს იმიტომ ხდება, რომ ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება (წელიწადში დაახლოებით 3-5 %-ით), იცვლება ჰორმონალური ფონი, მცირდება კუნთოვანი მასა, ხოლო ცხიმოვანი იზრდება.
ბევრმა საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ერთი კვირაც კი საკმარისია ზედმეტი კილოგრამების "დაგროვებისთვის", მაგრამ მათგან გათავისუფლებისთვის ზოგჯერ წელიწადიც არ კმარა. კალორიული საკვების შემცირება ან თუნდაც საღამოს კვებაზე უარის თქმა (როგორც ამას დიეტოლოგები ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გვირჩევდნენ) არის მხოლოდ მოკლევადიანი წარმატების გარანტი. მკაცრ შეზღუდვებს ორგანიზმი ეწინააღმდეგება, ხოლო სხეულის მასა 2-3 კილოგრამით იზრდება. დასკვნა: ჩვენ მხოლოდ დიეტა არ გვჭირდება, არამედ კომპლექსური მიდგომა პრობლემის გადასაჭრელად. რაციონის შეცვლა ფიზიკური დატვირთვის გარეშე შედეგს არ მოგვცემს.
30+
ამ ასაკში სხეულზე ზრუნვა უმთავრესი უნდა იყოს და არ უნდა მისცეთ თავს გასუქების უფლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვების კორექციასთან ერთად უნდა შეიყვაროთ ფიზიკური ვარჯიში. მთავარია ვარჯიში სიამოვნებას განიჭებდეთ. თუ დილის ვარჯიშები თქვენთვის "მაზოხიზმს" უტოლდება, უარი თქვით მათზე. მოსინჯეთ აქტივობების სხვადასხვა სახეობა (მაგალითად, ცურვა, ცეკვა, იოგა, ხელბურთი...) და აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ დატვირთვას.
1. სახლში. თუ ყოველდღიურად თუნდაც 10 წუთით იხტუნავებთ ან ჰულაჰუპს დაატრიალებთ, სულ მალე წელი დაგითხელდებათ და გაიმაგრებთ მუცლის, ფეხის და დუნდულების კუნთებს.
2. სამსახურში. საათში ერთხელ მაინც გააკეთეთ მარტივი ვარჯიში. სწორად დაჯექით და ხელის გულები მუხლებზე დაიდეთ. ისე რომ სკამიდან არ წამოდგეთ, შეეცადეთ თითის წვერებზე აიწიოთ და თან ხელებით მუხლებს დააწვეთ. რაც უფრო დიდია წინააღმდეგობა, მით უკეთესი.
სახის მოვლა
არსებობს კანის დაბერების 2 ტიპი: წვრილი ნაოჭების გაჩენა და სახის ოვალის დეფორმაცია. პირველ შემთხვევაში ბევრი წვრილი ნაოჭის ფონზე ოვალი უცვლელია, ხოლო მეორე შემთხვევაში ნაოჭი შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ სახის კონტურები მკაფიო აღარ არის(კანი მოშვებულია). ამ ასაკში მიზანშეწონილია ჰიალურონის მჟავის შემცველი დამატენიანებელი კრემების, დელიკატური სკრაბების და მსუბუქი ლიფტინგის ეფექტის მქონე კრემების გამოყენება. გაგრძელება