სოფომ თავის მოვლის რამდენიმე მეთოდი გაგვიმხილა იმისთვის რომ კარგად გამოიყურებოდეთ, აუცილებელი არაა, ისტერიული თანხა დახარჯოთ ძვირადღირებულ კრემებში და ნიღბებში. ფიქრობს, სოფო ბედია. სოფომ თავის მოვლის რამდენიმე მეთოდი გაგვიმხილა.
1. იმისთვის რომ კარგად გამოვიყურებოდე, პირველ რიგში მთავარია, გამოძინებული ვიყო.
2. ბებიების ნასწავლ მეთოდებს ხშირად არ ვხმარობ, მაგრამ ზაფხულში საღამოს კიტრის ნაფრცქვენს ვიდებ სახეზე. ძალიან კარგია ასევე ვაშლის ან სხვა ხილის ნაფრცქვენის დადება, ამ პროცედურის ჩატარების მერე სახეს გაზგასული ბორჯომით ან ნაბეღალვით ვიბან.
ან სხვა მინერალური წყლით, ჩამოვიბან ხოლმე. მაქვს კარგი ფირმის და კარგი ხარისხის ნიღბებიც, რომელსაც კვირაში ერთხელ თუ ვერ ვახერხებ, ორ კვირაში ერთხელ მაინც ვიკეთებ.
3. ძალიან თხელი თმა მაქვს. მე კი გრძელი თმა მიყვარს, რომლსაც როგორც გინდა ისე გაიკეთებ, ამიტომ წლების განმავლობაში ხელოვნურად ვიგრძელებდი. რამდენიმე თვის წინ მოვიხსენი. ახლა მოკლეს, გაშლილს და ბუნებრივად დახვეულ თმას ვატარებ და მივეჩვიე. დაგრძელებისგან თმა დამიზიანდა და უფრო დამითხელდა.
პრობლემის მოსაგვარებლად ჩემს მომზადებულ ნიღაბს და სპეციალურ შამპუნებს ვხმარობ. თმის ძირებში უნდა წაისვა აბუსალათინის ზეთის, ბე და ე ვიტამინის ნარევი. ორი თვეა,
რაც გრძელი თმა მოვიხსენი და და ამ ნარევს ვისვამ. შედეგი უკვე მაქვს.
გაგრძელება