ხელები – ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი – მისი პასპორტი, ხოლო მკერდი – ვიზა იყო ქალი – ხელოვნებაა. თითოეულს თავისი ხრიკი, განსაკუთრებული შარმი და არომატი აქვს. მაგრამ ვერავინ ისე კარგად ვერ ერკვევა ქალის მიმზიდველობასა და სილამაზეში, როგორც მოდის ლეგენდარული კანონმდებლები.
დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ მათ შეძლეს, ყველაზე ღრმად ჩაწვდომოდნენ ქალის ბუნებას. ამიტომაც ღირს, მოვისმინოთ ლეგენდარული დიზაინერების რჩევები.
ნამდვილი ქალი უნდა იყოს მავნე და კაპრიზული. კრისტიან დიორი
ასაკი ქალისთვის არ არის ყველაზე მთავარი: ის შეიძლება იყოს მომაჯადოებელი 20 წლის ასაკში, მიმზიდველი - 40-ის და დარჩე განუმეორებელი სიცოცხლის ბოლომდე. კოკო შანელი
ხელები – ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი – მისი პასპორტი, ხოლო მკერდი – ვიზა. კოკო შანელი
ფეხსაცმელზე ზრუნვა არასოდეს არის გადაჭარბებული. ძალიან ბევრი ქალი თვლის, რომ ის არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ქალის ელეგანტურობის რეალური მტკიცებულება მაინც ის არის, რაც ფეხზე აცვია. კრისტიან დიორი
ქალის საუკეთესო მოდური აქსესუარი – ლამაზი მამაკაცია! კოკო შანელი
ნუ ჩაუღრმავდებით ტრენდებს. ნუ მისცემთ უფლებას მოდას, იბატონოს თქვენზე. თავად გადაწყვიტეთ, ვინ ხართ და რა გსურთ გამოხატოთ თქვენი სამოსითა და ცხოვრების წესით. ჯანი ვერსაჩე
ყოველი შეჭმული ლუკმა პირში 2 წუთი რჩება, კუჭში - 2 საათი, ხოლო თეძოებში - 2 თვე. კრისტიან დიორი
თუ დაგრეხილი ფეხები გაქვთ – ატარეთ ღრმა დეკოლტე. კრისტიან დიორი გაგრძელება