როგორ დავიცვათ კანი მზისგან
როგორ დავიცვათ კანი მზისგან
კანის ჩივილებით დერმატოლოგებს ნებისმიერი ასაკის ადამიანები მიმართავენ. პრობლემები უმეტეს შემთხვევაში ზაფხულობით იჩენს თავს. მზე და ზღვა გარკვეულ გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე.

ამბობენ, რომ გამონაყარი მზის აბაზანის შემდეგ ქრება. ეს მითი საკმაოდ მყარადაა დამკვიდრებული. სინამდვილეში კანის ამ დაზიანებას მზე არ არჩენს, თუმცა ზაფხულში კანის მდგომარეობა უმჯობესდება. მზის სხივების ზემოქმედებით ორგანიზმში სინთეზირდება ვიტამინი D და პიგმენტი მელატონინი. სუფთა ჰაერზე კანის უჯრედების ჟანგბადით გაჯერება გაძლიერებულია, შესაბამისად, ნივთიერებათა ცვლის პროცესები გააქტიურებულია, კანი თითქოს "ცოცხლდება", თუმცა ინფექციები, სტრეპტოკოკები თუ სტაფილოკოკები, რომლებიც ჩაბუდებულია ჩირქოვან უბნებში, მზის
ქვეშ "ყვავილობენ" და სწრაფად მრავლდებიან. ასე რომ, თუ მუწუკებიანი კანი გაქვთ, მზეზე დიდხანს ყოფნას მაინც უნდა მოერიდოთ.
მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ კანი რომ არ გამოგიშრეთ და არ აგექერცლოთ, აუცილებლად ისარგებლეთ საცხებით. საუკეთესო საშუალებაა, აგრეთვე, გადადუღებული ზღვის წყლით ან მინერალური წყლით სახის დაბანა.
2729
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი