თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, უსიამოვნო მომენტებს აიცილებთ თავიდან ცოდვა გამხელილი ჯობს და ზოგჯერ, თმას შინ, დამოუკიდებლადაც ვიღებავთ ხოლმე. შემდეგ კი ვბრაზდებით, თუ სასურველი ფერი ვერ მივიღეთ, დავსვარეთ ავეჯი და ერთ კვირაში თმა ისევ შესაღები გაგვიხდა. თუმცა, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, უსიამოვნო მომენტებს აიცილებთ თავიდან.
1. ნუ აირჩევ საღებავს კოლოფზე მითითებული ფერის მიხედვით
საღებავის მწარმოებლებმა არ იციან შენი თმის სტრუქტურა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდება, თუ არჩეული ფერი მიღებულისას არ დაემთხვევა. თმის ფერი კოლოფზე უკან დატანილი სავარაუდო ცხრილის მიხედვით უნდა შეარჩიო.
2. საცდელ შეღებვაზე უარს ამბობ.
თუ მთელი კოლოფი საღებავის დახარჯვა ექსპერიმენტზებზე გენანება, საკუთარი თმა არ გეცოდება? თუ ნანატრი ჟღალის ნაცვლად შავ თმას მიიღებ მწვანე ელფერით მისი გადაღებვა უფრო ძვირი არ დაგიჯდება? აირჩიე თმის ისეთი მონაკვეთი, რომელიც ნაკლებად გამოჩნდება და ჩაატარე ექსპერიმენტი.
3. ტესტი ალერგიაზე
თმის შეღებვამდე კანზე (კისერზე ან ყურის უკან, იქ, სადაც კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა) ჩაიტარეთ ტესტი. თმის საღებავმა შეიძლება გამოიწვიოს წვა, ანთება და თმის ცვენაც კი.
4. დაიცავი კანი
თუ თმის შეღებვის შემდეგ კისერსა და ყურებზე საღებავი გრჩება და ვერ იშორებ, თმის შეღებვამდე კრემი ან კოსმეტიკური ვაზელინი წაისვი.
5. თმის შეღებვამდე გამოიყენე ბალზამი
თმის შეღებვამდე ერთი დღით ადრე თავი არ დაიბანო, მაგრამ თუ ვერ ძლებ, შამპუნი ბალზამით ჩაანაცვლე.
6. ჩამოიბანე ვარცხნილობა
თუ თმის შეღებვამდე ერთი დღით ადრე რთული ვარცხნილობა გქონდა მუსისა და ლაკის გამოყენებით, თმა აუცილებლად უნდა დაიბანო, წინააღმდეგ შემთხვევაში თმა არ შეგეღებება.
7. თმის საღებავს წარბებსა და წამწამებისთვის იყენებ
დაუშვებელია წარბებსა და წამწამების შეღებვა თმის საღებავით. მათთვის სპეციალური საღებავი არსებობს, მოიკითხე სალონში. თმის საღებავისგან შეიძლება წამწამები და წარბები დაგცვივდეს.
8. ნუ გაიჩერებ საღებავს თმაზე დიდხანს
ყველა საღებავს კოლოფზე აქვს დატანებული დრო, 30 ან 40 წუთი. ნუ გგონია, რომ თუ დიდხანს გაიჩერებ, უფრო ინტენსიურ ფერს მიიღებ, თმას დაიწვავ.
9. ნუ დაიბან შეღებილ თმას ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით
ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი განსაკუთრებულ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ჩამორეცხავს საღებავს. გამოიყენე შამპუნი `შეღებილი~ თმისთვის.
10. თმის ფერის კარდინალური შეცვლა
სახლის პირობებში თმა შეგიძლია 2 ტონით ღია ან მუქ ფერში შეიღებო, მაგრამ თუ ფერის კარდინალური შეცვლა გსურს, სალონს უნდა ეწვიო.
11. თმის ძლიერი გამაღიავებელი
თუ თმის გამაღიავებელს თავზე ერთი საათი გაიჩერებ, თმასაც დაიწვავ და კანსაც. გარდა ამისა, შეიძლება ალერგიაც გამოიწვიო. ზოგიერთი შეცდომას უშვებს და მკვეთრად გაღიავებულ ყვითელ თმაზე ფერფლისფერ საღებავს იდება, რაც თმას მწვანე ელფერს აძლევს. იმედია, შენ ასე არ მოიქცევი.
გაგრძელება