სტაბილური წონა მთელი ცხოვრების მანძილზე – შეინახე, რომ არ დაკარგო!
სტაბილური წონა მთელი ცხოვრების მანძილზე – შეინახე, რომ არ დაკარგო!
მეთოდი ნამდვილად მუშაობს, ის აბსოლუტურად უვნებელია და შეგიძლიათ მთელი ცხოვრება დაიცვათ კვების ეს რეჟიმი.
როგორც კი გაიღვიძებთ – დალიეთ 2 ჭიქა თბილი წყალი. ვისაც არ აქვს კუჭის პრობლემა, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი.
საუზმე (დილის 8-9 საათზე)

2 ჭიქა წყლის დალევიდან 20 წუთის შემდეგ ისაუზმეთ. ჭამის დროს არ დალიოთ წყალი, მხოლოდ ჭამამდე 20 წუთით ადრე და ჭამიდან 2 საათის გასვლის შემდეგ.

საუზმეზე მიირთვით წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, დაჭრილი ნიგვზითა და თაფლით.

სამხარი (10-11 საათზე)

მანამდე სვამთ 2 ჭიქა წყალს, იცდით 20
წუთს, შემდეგ კი მიირთმევთ ვაშლს (სასურველია, მწვანეს), უცხიმო ხაჭოს ან იოგურტს.

სამხარის შემდეგ არ მიირთმევთ არაფერს 2 საათის განმავლობაში და არ სვამთ წყალს 1 საათი.

სადილი (12-13 საათი)

სვამთ 2 ჭიქა წყალს და იცდით 20 წუთი.

სადილად შეგიძლიათ მიირთვათ ნახშირწყლები, მაგრამ არა რთული.

მაგალითად:

პასტა ტომატის სოუსით;

წიწიბურა სოიოს სოუსით;

ქათამი ან ინდაურის ხორცი მუქი ბრინჯით.

ღუმელში მომზადებული ბოსტნეული.

აირჩიეთ გემოვნებით, მთავარია – არ იყოს შემწვარი.

მარილი – შეამცირეთ და აჯობებს დაუმატოთ უკვე მომზადებულ საკვებში.

სადილის შემდეგ არ სვამთ წყალს 2 საათის განმავლობაში.

სამხარი (14-15 საათი)

ვსვამთ 1-2
ჭიქა წყალს, ვიცდით 20 წუთი.

გაგრძელება
5671
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი