ვაშლი კანს ასუფთავებს, წმენდს, არბილებს და გლუვს ხდის. აიღეთ ორი ცალი საშუალო ზომის ვაშლი, გახეხეთ, დაუმატეთ 1/4 ლიტრი რძე და ორი სუფრის კოვზი დაფქული შვრია. ნიღაბი სახეზე გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
სტაფილოს ნიღაბი კანს ატონიზირებს. მომზადების წესი: ორი ცალი სტაფილო გახეხეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ცოტა სახამებელი. 15-20 წუთი გაიჩერეთ სახეზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ცხიმიანი კანისათვის
ლიმონის ნიღაბი ასუფთავებს ფორებს, ათეთრებს და კვებავს კანს.
კიტრის ნიღაბი აგრილებს, არბილებს და კვებავს სახის კანს. მომზადების წესი: აიღეთ სამი სუფრის კოვზი კიტრის წვენი, იმავე რაოდენობით _ სპირტი. მომზადებული მასა ნახევარი საათი გააჩერეთ, შემდეგ კი მასში დაასველეთ დოლბანდი ან ხელსახოცი და 15-20 წუთის განმავლობაში დაიდეთ სახეზე.
მშრალი კანისათვის
კარტოფილის ნიღაბი კანს ამშვიდებს, ამკვრივებს და ხავერდოვანს ხდის. მომზადების წესი: სამი ცალი საშუალო ზომის კარტოფილი გახეხეთ, დაუმატეთ ერთი მესამედი ლიტრი თბილი რძე, მერე
ჟოლოს ნიღაბი აცოცხლებს, ატონიზირებს სახის კანს. მომზადების წესი: 50 გრამი ჟოლოს წვენს დაუმატეთ სამი ჩაის კოვზი რძე, მიღებულ მასაში დაასველეთ ხელსახოცი და დაიფინეთ სახეზე 15-20 წუთით. ჯერ ხელსახოცით მოიცილეთ და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.