ყველა ტიპის და ასევე განსაკუთრებული ტიპის კანისთვის ყველა ტიპის კანისათვის
ვაშლი კანს ასუფთავებს, წმენდს, არბილებს და გლუვს ხდის. აიღეთ ორი ცალი საშუალო ზომის ვაშლი, გახეხეთ, დაუმატეთ 1/4 ლიტრი რძე და ორი სუფრის კოვზი დაფქული შვრია. ნიღაბი სახეზე გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
სტაფილოს ნიღაბი კანს ატონიზირებს. მომზადების წესი: ორი ცალი სტაფილო გახეხეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ცოტა სახამებელი. 15-20 წუთი გაიჩერეთ სახეზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ცხიმიანი კანისათვის
ლიმონის ნიღაბი ასუფთავებს ფორებს, ათეთრებს და კვებავს კანს. მომზადების წესი: ერთი კვერცხის ცილა და ორი სუფრის კოვზი ლიმონი სწვენი აურიეთ, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი შვრია. მიღებული მასა ორ ფენად სქლად წაისვით სახესა და ყელზე და დაახლოებით 20 წუთის მერე ჩაის ღია ნაყენით ჩამოიბანეთ.
კიტრის ნიღაბი აგრილებს, არბილებს და კვებავს სახის კანს. მომზადების წესი: აიღეთ სამი სუფრის კოვზი კიტრის წვენი, იმავე რაოდენობით _ სპირტი. მომზადებული მასა ნახევარი საათი გააჩერეთ, შემდეგ კი მასში დაასველეთ დოლბანდი ან ხელსახოცი და 15-20 წუთის განმავლობაში დაიდეთ სახეზე.
მშრალი კანისათვის
კარტოფილის ნიღაბი კანს ამშვიდებს, ამკვრივებს და ხავერდოვანს ხდის. მომზადების წესი: სამი ცალი საშუალო ზომის კარტოფილი გახეხეთ, დაუმატეთ ერთი მესამედი ლიტრი თბილი რძე, მერე მასას დაუმატეთ კვერცხის ცილა (ერთი ცალი). მიღებული მასა შეათბეთ და მხოლოდ ისე წაისვით სახესა და კისერზე, დაასველეთ მასში ხელსახოცი და დაიფინეთ სახეზე ნახევარი საათით, მერე ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ჟოლოს ნიღაბი აცოცხლებს, ატონიზირებს სახის კანს. მომზადების წესი: 50 გრამი ჟოლოს წვენს დაუმატეთ სამი ჩაის კოვზი რძე, მიღებულ მასაში დაასველეთ ხელსახოცი და დაიფინეთ სახეზე 15-20 წუთით. ჯერ ხელსახოცით მოიცილეთ და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.