წიგნი, რომელშიც იაპონელმა თავისი მეთოდი აღწერა, აზიაში 6-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა სწრაფი და ეფექტური გახდომა – ზღაპრად და მითად წარმოგვიდგენია, თუმცა, აი, უკვე ათეული წელია, იაპონელი ექიმი ფუკუცუძი ქალებს უმოკლეს დროში წონის მოცილებაში ეხმარება და ეს ყოველგვარი დიეტის, გამთანგავი ფიზიკური ვარჯიშისა და ფულის ხარჯვის გარეშე ხდება.
თქვენ ალბათ იტყვით, უფასო და სწრაფი გახდომა ზღაპარიაო. არ არის ასე!
წიგნი, რომელშიც იაპონელმა თავისი მეთოდი აღწერა, აზიაში 6-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. წიგნში მოთხრობილი მეთოდისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ დიდი პირსახოცი, მყარი, მსხვილი ძაფი, ჰორიზონტალური ზედაპირი და დღეში 5 წუთი.
მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენ წევხართ სწორ ზედაპირზე და წელის ქვეშ ამოდებული გაქვთ რულონივით დახვეული პირსახოცი. შედეგად მუცელი ქრება. რამდენიმე სანტიმეტრად დახვეულ პირსახოცზე წოლისას წინ წამოიწევს მკერდი, სწორდება ხერხემალი და სიმაღლეც კი გემატებათ. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრობით მოგიყვებით...
მთელი რიგი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ ექიმმა ფუკუცუძიმ თავისი ჰიპოთეზის მართებულობა დაამტკიცა და შეიმუშავა ვარჯიში სწრაფად გასახდომად. თუმცაღა, ამას ვარჯიშს ვერც ვუწოდებთ. გაგრძელება