მერე რა თუკი, მეზობლის ქალი, "პურზე მაკიაჟის გარეშეც არ ჩადის" და მის სილამაზეზე ხმები დადის, სამაგიეროდ ძვირფასო, 36 წლის ქალებო, რომლებიც ვერ იტანთ წარბების ამოქნას, არ აღიარებთ არანაირ სახის საცხს, არც დღისას, არც ღამისას, სადღაც თვალის კუთხეებში უკვე ჩნდება შეუმჩნეველი ხაზები, რომ აღარაფერი ვთქვათ ჭორფლებზე, რომლებიც ცხვირსა და ცხვირის გარშემო ჯიუტად იღრიჭებიან, მინდა გითხრათ, რომ მაინც ლამაზები ხართ. მერე რა თუკი, მეზობლის ქალი, "პურზე მაკიაჟის გარეშეც არ ჩადის" და მის სილამაზეზე ხმები დადის, სამაგიეროდ, სანამ ის სარკის წინ ტრიალებს, შენ პური უკვე ამოტანილი, დაჭრილი და გახუხული გაქვს და თუკი შენი მეზობელი ჯერ კიდევ საცხს ისვამს სახეზე, შენ კარაქს უსვამ გოგოს ბუტერბროდს… ძვირფასო 36 წლის ქალებო, ნუ შეგეშინდებათ გადაიღოთ ფოტოები ახლო ხედით და ნურც 96 წლის ქალებო შეგეშინდებათ ამის. და თუ მე ვტყუი, ესეც მითხარით.
ნინო თარხნიშვილი