• ტამპონები მხოლოდ მენსტრუაციული ციკლის დროს გამოიყენეთ და არა ყოველდღიური გამონადენისგან თავდასაცავად
• არ გამოიყენოთ მშობიარობისშემდგომი გამონადენის დროს
• ხელმეორედ მისი გამოყენება დაუშვებულია მიუხედავად მისი მინიმალური დაბინძურებისა
• არ გაიჩეროთ 4-6 საათზე მეტ ხანს
• ზუსტად შეარჩიეთ ზომა. "რაც უფრო დიდია მით უკეთესი" და "სანდო" არ არის
• მუდმივად ტამპონებს ნუ გამოიყენებთ, დრო და დრო საფენებით
• არ დაიტოვოთ ღამით ძილის დროს
• მათი გამოყენება არ შეიძლება, თუ ზედა ან ქვედა სასქესო გზებში ანთებითი პროცესები მიმდინარეობს.
ტამპონების უპირატესობა
1. შეგიძლიათ ნებისმიერი ფერისა და ფორმის სამოსი ატაროთ
2. მის არსებობას ვერც კი გრძნობთ, რითაც საფენებზე მოხერხებულია
3.პლაჟისთვის კარგი გამოსავალია
ნაკლოვანებები:
1. არ შეიძლება რეგულარულად გამოყენება
2.ხშირი ცვლა ფინანსურ ხარჯებს გიზრდით
3.ზოგჯერ საშოს სიმშრალეს იწვევს
4.ინფექციის შეტანის რისკს ზრდის
5. მისი სწორად მოთავსებაში რომ "დახელოვნდეთ", გარკვეული დრო გჭირდებათ