კონკრეტულად რომელი მეთოდია საჭირო, ეს დამოკიდებულია სტრიების თავისებურებებზე სტრიების მკურნალობის ეფექტურობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნა დაწყებული მკურნალობა მისი გამოვლენის მომენტიდან. სტრიების სრული მოცილება შესაძლებელია მხოლოდ მისი განვითარების ადრეულ ეტაპებზე.
სტრიები, რომელიც წარმოიქმნა 1 წელზე მეტი ხნის წინ, არის თეთრი ფერის და მასში სრულად ფორმირებულია ნაწიბურებიანი ქსოვილი, ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას და მისი უკვალოდ გაქრობა თითქმის შეუძლებელია, თუმცა სრულიად რეალურია, იგი პრაქტიკულად შეუმჩნეველი გახდეს.
არსებობს სტრიების მკურნალობის მეთოდების საკმაოდ ფართო არჩევანი, კონკრეტულად რომელი მეთოდია საჭირო, ეს დამოკიდებულია სტრიების თავისებურებებზე და უნდა გადაწყდეს მკურნალ ექიმთან კონსულტაციით და შეთანხმებით. მაშ ასე:
LPG მასაჟი - მისი ზემოქმედება მიმართულია კანის უჯრედების მიერ კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციაზე. ამას გარდა იგი ახდენს სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე.
РF ლიფტინგი - ახდენს კანის უჯრედების აღდგენის პროცესების აქტივირებას დაზიანებულ კანზე. მისი გამოყენება საშუალებას იძლევა საგრძნობლად შემცირდეს დაზიანების ფართობი.
ულტრაბგერითი თერაპია - ულტრაბგერებით ახდენენ კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების მიკრომასაჟს, რაც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და იძლევა ლიფტინგის ეფექტს. ეს მეთოდი კარგია ახლად გაჩენილი და მცირე ზომის სტრიების სამკურნალოდ.
მეზოთერაპია - სამკურნალო პრეპარატების შეყვანა უშუალოდ სტრიების ამობურცულ ქსოვილში, საშუალებას იძლევა დაზიანებული კანის სტრუქტურა ჯანმრთელი კანის სტრუქტურას დაუახლოვოს.
პილინგი - არსებობს კანის სხვადასხვაგვარი პილინგი (ზედაპირული, საშუალო, ქიმიური, ლაზერული) ის, თუ რომელი პილინგი იქნება უფრო ეფექტური კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა განსაზღვროს სპეციალისტმა სტრიების ადგილმდებარეობის, ასაკისა და ზომის მიხედვით.
პილინგი ასწორებს კანის არათანაბარ ზედაპირს და აჩქარებს მასში უჯრედების დაყოფის პროცესს.
მიკროდერმაბრაზია - იგივე დოზირებული პილინგი, რომელიც ნაკლებად ტრამვულია ვიდრე ქიმიური პილინგი.
მეთოდის არსი კანის ზედაპირიდან მისი გარქოვანებული, დანეკროზებული ზედაპირული შრეების მოშორება და გასუფთავებული ზედაპირის "გაპრიალებაა".
ლაზერული თერაპია - ეს მეთოდი ეფექტურია ყველაზე ძველი სტრიების სამკურნალოდაც კი. კარგ ეფექტს იძლევა კანის ფრაქციული გაახალგაზრდავების მეთოდიც. მისი საშუალებით ასევე ახდენენ კანის ნაწიბურებისა და ღარების კორექტირებას იგი ნაკლებ ტრავმულიცაა, ვიდრე კანის კლასიკური ლაზერული თერაპია.
თუმცა ზოგჯერ ეს მეთოდი არ იძლევა შედეგს და საბოლოოდ მაინც საჭიროა სტრიების ლაზერით მოშორება და კანის ლაზერული გაპრიალება.
ელექტრომიოსტიმულაცია - კანის და კუნთების სტიმულაცია სუსტი სიმძლავრის ელექტრონული იმპულსების საშუალებით.
ეს მეთოდი მოქმედებს კუნთების მეტაბოლიზმზე, იწვევს კუნთების ტონუსის მომატებას, იწვევს რა კუნთების სუსტ და იძულებით შეკუმშვებს, ააქტიურებს რეგენერაციის პროცესებს, ახდენს ელექტროლიპოლიზს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ეს მეთოდი ცვლის აქტიურ ვარჯიშს.
ოზონოთერაპია - პრობლემურ მონაკვეთებზე ხდება ოზონისა და ჟანგბადის ნარევის ინექცია კანქვეშ.
პროცედურა ეფექტურია კანის ტონუსის გასაუმჯობესებლად, ახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას და მის დაშლას, კანის მიერ ტენის შეკავების ბუნებრივი თავისებურების აღდგენას, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს.
ოქროს არმირება - აუმჯობესებს კანის სტრუქტურას სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე, სადაც არის სტრიები (მუცელი, თეძოები, მკერდი, დუნდუკლები). აფერხებს კანის დაბერების პროცესს.
აბდომინოპლასტიკა - პალსტიკური ქირურგია, რომლის დროსაც ხდება გაწელილი კანის მთლიანად მოცილება, თუმცა თუ სტრიები ძალიან დიდი რაოდენობითაა, დიდი ზომისაა და ღარებიც ღრმაა, შესაძლოა ეს მეთოდიც უძლური აღმოჩნდეს მის მოსაცილებლად. გაგრძელება