რისგან მზადდება ჰიგიენური საფენები და როგორ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე
რისგან მზადდება ჰიგიენური საფენები და როგორ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე
ჰიგიენურ საფენებს ყოველდღიურად მილიონობით გოგონა და ქალი მოიხმარს. ჰიგიენური თვალსაზრისით, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა როცა ესა თუ ის საგანი თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში უშუალო შეხებაშია სხეულის ყველა მგრძნობიარე უბანთან, შეუძლებელია, ზემოქმედებას არ ახდენდეს ჯანმრთელობაზე. ასეც არის - კატასტროფულად გაზრდილ ქალურ დაავადებებში ერთ-ერთ დამნაშავედ უფრო და უფრო მეტი სპეციალისტი სწორედ საფენებს მიიჩნევს.
სტატისტიკის მიხედვით, ქალი სიცოცხლის განმავლობაში 20 000 ჰიგიენურ საფენს მოიხმარს (მათ შორის - ყოველდღიურს). საფენების მწარმოებელთა უმრავლესობა ნედლეულად გადამუშავებულ ნაგავს ან ნავთობპროდუქტებს იყენებს. სანამ სინთეტიკური საფენების "ერა" დადგებოდა, ჩვენი
დედები და ბებიები ბამბისა და ქაღალდის შემცველ საფენებს მოიხმარდნენ. იმ დროს 5-ჯერ ნაკლები იყო ქალური დაავადებების შემთხვევებიც.
ხოლო მას შემდეგ, რაც ბაზარზე სინთეტიკური საფენები გამოჩნდა, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ქალური დაავადებების 52% სწორედ ჰიგიენური საფენების შემადგენლობასთან არის დაკავშირებული - საშვილოსნოს ყელის ეროზია, დისპლაზია, საშოს ანთება, ციკლის დარღვევა, გართულების შემთხვევაში კი - უნაყოფობა, საშვილოსნოს მილებისა და საშვილოსნოს ანთება და ა.შ. ცალკე პრობლემაა ტამპონები, რომლებიც ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ნამდვილ ბომბს წარმოადგენენ ორგანიზმში.

როგორია ერთი ჩვეულებრივი საფენის შემადგენლობა:
საფენის ზედა ფენა - გადამუშავებული ნაგავი ან ნავთობპროდუქტი.
მეორე ფენა - შეღებილი და არომატიზატორებით გაჟღენთილი საფარი.
მესამე ფენა - ცელულოზა და პოლიმერის ნამცეცები
მეოთხე - პოლიეთილენი, რომელიც ჰაერს არ ატარებს.

საფენის უკან მოთავსებული წებოვანი მასა, რითაც ის საცვალს უნდა მიეკროს, ჩვეულებრივი ტექნიკური წებოა. საფენის მოძრობის შემდეგ ის საცვალზე რჩება და ასევე უშუალო შეხებაში რჩება ინტიმურ უბნებთან.
ერთი სიტყვით, საფენები ნამდვილად ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებულ პროდუქტია და ამ ნივთიერებების "სიკეთეზე" არაერთხელ დაწერილა. როგორ მოვიქცეთ? საფენებზე უარს ვერც ერთი ქალი ვერ იტყვის, ამიტომ ჰიგიენური ჩვევები გარკვეულ წესებს უნდა დაუმორჩილოთ:

1. ეცადეთ უარი თქვათ ყოველდღიურ საფენებზე. ანუ ყოველდღე ნუ გამოიყენებთ. ჯობს საცვალი დღეში 3-ჯერ გამოიცვალოთ, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში სხეულით ქიმიური ნივთიერებები "ატაროთ". გამოიყენეთ იმ შემთხვევებში, თუ ჰიგიენური პირობები დროებით მოუწესრიგებელი გაქვთ, მაგალითად, სახლიდან შორს ყოფნა მოგიწევთ რამდენიმე დღის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაშიც მისი გამოცვლა მაქსიმუმ 2 საათში რთხელ უნდა მოხდეს.
2. ასევე უკიდურესად შეზღუდეთ ტამპონების გამოყენება და გამოიცვალეთ მაქსიმუმ 3 საათში ერთხელ.
3. არ გაჩეროთ საფენი 4 საათზე მეტ ხანს.

არსებობს ეკოლოგიურად სუფთა საფენებიც, რომლებიც ორგანულ ბამბაზეა დამზადებული. თუმცა გარდა იმისა, რომ საშინლად ძვირია, ნამდვილად არ გახლავთ ისე "ყოვლისშემძლე", როგორც ჩვეულებრივი ულტრათხელი საფენები. ზომაშიც დიდია და გაცილებით მალე იჟღინთება.

ასევე სპეციალური მოწყობილობა, რომელმაც თავის დროზე ათასობით ქალის სიცოცხლე იხსნა (წაიკითხეთ აქ)

თუ გაინტერესებთ უფრო დაწვრილებით, როგორ მზადდება ქარხნულ პირობებში ჰიგიენური საფენები.
ამ თემაზე იხილეთ ვიდეო
39800
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები