სამკურნალო მასაჟი გადაღლილი დედებისთვის ეს რეცეპტი ერთ-ერთმა მკითხველმა გაგვიზიარა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და იქაურმა გამოცდილმა ბებიაქალმა ასწავლა. თურმე, განსაკუთრებით კარგია ახალნამშობიარევი, ან უბრალოდ გადაღლილი დედებისთვის და თანაც, არ არის ძნელი გასაკეთებელი. შეგიძლიათ, საქმეში მეუღლე ჩართოთ, რომელიც ამ მასაჟს გაგიკეთებთ.
მაშ ასე:
დაგჭირდებათ მზესუმზირის ზეთი, 4 კოვზი. შეათბეთ 37 გრადუსამდე და საღამოს დაწოლის წინ 2 კოვზი მუცელზე დაისხით. მთელი ტანი დაიმასაჟეთწრიული მოძრაობებით. დარჩენილი 2 კოვზი ზურგზე უნდა დაგასხათ მეუღლემ ან ვინმე შინაურმა, ვინც დაგეხმარებათ ამ საქმეში. ასევე წრიული მოძრაობებით უნდა დამასაჟდეს ზურგი, დაახლოებით 5-5 წუთი ორივე მხარეს. ძალიან უწყობს ხელს ნერვების რეგენერირებას, ხსნის დაღლილობას.