ძალიან საჭირო რჩევა მისგან - როგორ უნდა ჩაიტაროთ მარტივი ტესტი ალერგიაზე - ყველამ უნდა იცოდეს, ვინც თმას იღებავს
ცოტა ხნის წინ ვწერდით ქართველი მომხმარებლის შესახებ, რომელსაც თმის შეღებვის შემდეგ საშინელი ინტოქსიკაცია დაემართა (წაიკითხეთ სტატია). ამჯერად კიდევ ერთი გოგონას ამბავი გავრცელდა ინტერნეტში. შეიძლება, რაღაცას 100-ჯერ აკეთებდეთ, მაგრამ სიფრთხილე 101-ედაც არ უნდა დაგავიწყდეთ.
ეს გოგონა სალონში წავიდა, სადაც ხშირად დადის, რომ თმა შეეღება. ასე, ჩვეულებრივ გამოიყურებოდა მანამდე და არაფერ ცუდს გული არ უგრძნობდა.
სალონიდან შინ დაბრუნდა და რაც მერე დაემართა, ყველაფერი ფირზე აღბეჭდა. პირველივე დღეს საღებავმა ალერგიული რეაქცია გამოიწვია, საშინელი ქავილი და დასივება გამოიწვია.
ყოველდღიურად სულ უფრო უსივდებოდა სახე. როცა საკუთარ თავს სარკეში უყურებდა ამ მდგომარეობაში, დაფიქრდა იმაზე, რომ მისი გამოცდილება სხვებსაც გამოადგებოდათ და შეყვარებულს სთხოვა, ფოტოები სოციალურ ქსელში გაევრცელებინა. "გთხოვთ, ყოველთვის გაიკეთეთ ტესტი ალერგიულ რეაქციაზე, თუნდაც მეასედ იღებავდეთ!" - სთხოვს გოგონა ყველას, ვინც მსგავსი პროცედურებით სარგებლობს ხოლმე.
მისმა სახემ მეხუთე დღეს ნელ-ნელა დაიბრუნა მხოლოდ ჩვეული მდგომარეობა. ახლა კარგად არის, თუმცა ამბობს, რომ სანამ თმა არ გაუჭაღარავდება, თმას არასდროს აღარ შეიღებავს.
და როცა დასჭირდება, მაშინაც მხოლოდ ალერგიაზე ტესტის ჩატარების შემდეგ გაბედავს და ყველა წესის დაცვით - ანუ გასიჯავს საღებავის ვადას, შეამოწმებს, მეტისმეტად უსიამოვნო სუნი ხომ არ აქვს (ანუ გაფუჭებული ხომ არ არის), და ისეთ სივრცეში შეიღებავს, რომელიც ნიავდება, რადგან ტოქსინების გავრცელებას დახუთული სივრცეც უწყობს ხელს.
გავიგეთ, რომ უცილებლად უნდა ჩავიტაროთ ტესტი ალერგიულ რეაქციაზე. როგორ?
აი, ყველაზე გავრცელებული მეთოდი:
სანამ თმას შეიღებავდეთ, სულ ცოტა საღებავი და გამხსნელი აურიეთ და ყურის უკან ან იდაყვის მოსახრელში წაისვით. დაელოდეთ 48-72 საათი. თუ ალერგიას იწვევს, ამ ადგილებში გამოჩნდება. არ ღირს აჩქარება და ჯანმრთელობის სასწორზე დაყენება.
ასევე ვურჩევთ მშობლებს, რომელთა გარკვეული ნაწილი ახალ მოდას აჰყვა და ბავშვებსაც უღებავს თმას. გარდა იმისა, რომ საღებავი არანაირად არ არის სასარგებლო თმისთვის (მით უმეტეს, ბავშვის), არსებობს ძალიან დიდი საფრთხე, ბავშვს ალერგია განუვითარდეს. ასე რომ, მისთვის ადრეა მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება.