"ჩოლკის" მოხდენა ძირითადად, სახის მოყვანილობაზეა დამოკიდებული ამბობენ, "ჩოლკა" ყველა ქალას უხდებაო. ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის, თუმცა "ჩოლკის" მოხდენა ძირითადად, სახის მოყვანილობაზეა დამოკიდებული. ვარცხნილობა რომ მოიხდინოთ, ჯერ კარგად შეისწავლეთ თქვენი სახის ფორმა. სწორედ ამაში დაგეხმარებათ ეს გრაფიკული ვერსიები.
1. მრგვალი სახე
მთავარია სახე ვიზუალურად დაგრძელდეს და ოდნავ კუთხოვანება შეიძინოს. თქვენ ზიგზაგური, წარბებამდე დაშვებული ”ჩოლკა” გჭირდებათ, სიგრძეში არ გადაამეტოთ, შედეგად სახე უფრო სიმეტრიული გახდება.
2. გრძელი სახე
ასეთი სახისთვის "ჩოლკა" მართლაც რომ ზედგამოჭრილია. თქვენ სქელი "ჩოლკა" მოგიხდებათ.
3. კვადრატული სახე
ამ სახეს ძალიან დამახასიათებელი და გამოკვეთილი ნიკაპი აქვს. სწორად შერჩეულ "ჩოლკას" მისი შერბილება და სახისთვის სიმრგვალის მინიჭება შეუძლია.
4. ოვალური სახე
ოვალური სახის გოგონებს თითქმის ყველანაირი "ჩოლკა" უხდებათ, რადგან ამ ტიპის სახე იდეალურად ითვლება. ერთადერთი, რასაც ჯობს თავი აარიდოთ, ზედმეტად მოკლე და ძალიან სქელი "ჩოლკაა".
5. რომბის ფორმის სახე
ამ ტიპის სახეს ვიწრო ნიკაპი და შუბლი ახასიათებს. სწორად შერჩეული ჩოლკა მას ოვალურ ფორმას მიანიჭებს.
6. გულის ფორმის სახე
მასაც საკმაოდ დაბალი შუბლი ახასიათებს. მას გრადუირებული "ჩოლკა" უხდება, მთავარია, ძალიან სქელი არ იყოს.
7. სამკუთხა სახე
მისი მთავარი მინუსი განიერი ყბები და ვიწრო შუბლია. თქვენი მიზანი სახის სიმეტრიის დაბალანსებაა. ამაში სქელი "ჩოლკა" დაგეხმარებათ.
8. ამობრუნებული სამკუთხედი
მისი დაბალანსება გრელ, სტრუქტურირებულ "ჩოლკას" შეუძლია. თუმცა არ უნდა იყოს ძალიან სქელი და მოცულობითი. მხოლოდ წარბებამდე უნდა არწევდეს, რათა ყურადღება თვალებმა მიიქციოს და არა განუერმა შუბლმა.