ისეთ საიდუმლოებებს გაგიმხელთ, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ ისეთ საიდუმლოებებს გაგიმხელთ, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
პირველი საიდუმლო: სვით მეტი წყალი
როგორც ცნობილია, ადამიანის 60 პროცენტით წყლისგან შედგება. მაგრამ რას აძლევს წყალი კონკრეტულად ქალის ორგანიზმს?
1. უზმოზე ერთი ჭიქა წყალი ლიმონთან ერთად აამუშავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ორგანიზმიდან გამოდევნის წიდებსა და ტოქსინებს.
2. ზომიერად მიღებული და დაკარგული სითხე გაგათავისუფლდებთ შეშუპებისგან არამარტო ფეხებში, არამედ სხეულის დანარჩენ ორგანოებშიც. თუმცა, ციკლის მეორე ფაზაში დალეული სითხე მკერდის შეშუპებასა და ტკივილს იწვევს.
3. წყლის დიდი რაოდენობით მიღება გაგისუფთავებთ შარდის სადინარებს. ის განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ცისტიტი აწუხეს. ამ დაავადების შემთხვევაში ნუ დაგავიწყდებათ, რომ შტოშის მორსი უნდა დალიოთ.
მეორე რჩევა: გამოიმუშავეთ სტრესისადმი მდგრადობა
სერიიდან: "სათქმელად ადვილია". თუმცა, მოგიწევთ, რადგან დამტკიცებულია, რომ სარძევე ჯირკვლების პათოლოგია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და ონკოპათოლოგიები სტრესის გამო ჩნდება.
მართალია, ყველა ქალური დაავადების მიზეზი სტრესი ვერ იქნება, მაგრამ სერიოზული სტიმულატორია. ამიტომ, თუ სტრესს შეამცირებთ, მრავალი დაავადებისგან დაიცავთ თავს. სტრესის დასაძლევად გამოიყენეთ მედიტაცია, იოგა, ფსიქოლოგიური ტრენინგები, დროული დასვენება. აირჩიეთ ის მეთოდი, რომელიც პირადად თქვენზე მოქმედებს დადებითად.
მესამე რჩევა: სწორი კვება
შეიძლება კვება და გინეკოლოგია შორაა ერთმანეთისგან, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უშვილობა, ჰორმონალური დისბალანსი, შაქრიანი დიაბეტი, საშვილოსნოს პათოლოგიები, სარძევე ჯირკვლების სიმსივნე და კიდევ უამრავი დაავადება ზედმეტი ზონის შედეგად ჩნდება.
გინეკოლოგი გირჩევთ, მიირთვათ მწვანე ფერის პროდუქტები: ბროკოლი, ოხრახუში და ნიახური, ვაშლი და ზღვის კომბოსტო. მწვანე პროდუქტები მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ქალმა ისინი უნდა მიირთვას ფეხმძიმობის დაგეგმვისას, ფეხმძიმობისას და სხვა სიცოცხლისთვის აუცილებელ მომენტებში. ნურც ჯადოსნურ მწვანე ჩაის დაივიწყებთ.
მეოთხე რჩევა: სწორი და დროული კონტრაცეფცია
სექსუალური აქტივობისას ერთი ქალისთვის კონტრაცეფციის მეთოდები შეიძლება განსხვავებული იყოს. ყველა პერიოდისთვის ერთ კონტრაცეფციას ვერ აირჩევთ. ქალის ორგანიზმი იცვლება. სექსუალური აქტივობა, პარტნიორების ცვლა და სხვადასხვა ფაქტორი კონტრაცეფციის ცვლას მოითხოვს.
ნუ ეცდებით თვითნებურად `ხელნაკეთი კონტრაცეფციის~ გამოყენებას. გამოცდილ სპეციალისტებსაც კი შოკში აგდებს ყველაზე გავრცელებული მეთოდები: ასპირინი საშოში, საპნისგან დამზადებული სანთელი. მრავალი ქალის აზრით, სქესობრივი კონტაქტის შემდეგ საშოში მოთავსებული ლიმონის ნაჭერი იცავს არასასურველი ფეხმძიმობისგან.
სამედიცინო კონტრაცეფციის არჩევამდე ნუ ენდობით მეგობრების, მეზობლებს და ა.შ. რჩევებს. კონსულტაცია გამოცდილ გინეკოლოგთან უნდა გაიაროთ.
მეხუთე რჩევა: რეგულარული სექსი
სხვადასხვა მიზეზის გამო ქალებს ხშირად უწევთ სექსზე უარის თქმა. შედეგად ერღვევათ მენსტრუალური ციკლი. ტკივილს განიცდიან სექსის დროს. მრავალი ახალგაზრდა დედა სექსუალური სურვილის დაქვეითებას აბრალებს მძიმე ფეხმძიმობას, გინეკოლოგიურ ოპერაციებს, ქრონიკულ სტრესსა და დაღლილობას. თუმცა, თანამედროვე მედიცინის წყალობით, ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
უნდა აღინიშნოს, რომ წლიდან წლამდე მატულობს დისფუნქცია მამაკაცებში. ძლიერ სქესს უჭირს საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარი. არადა, თანამედროვე მედიცინა ყველა პრობლემას შველის.
ნუ შეგეშინდებათ კითხვების დასმის, გაითვალისწინეთ გინეგოლოგის რჩევები და იყავით ჯანმრთელები!