ზოლი მუცელზე ფეხმძიმობისას: რაზე მიგანიშნებთ ის?
ზოლი მუცელზე ფეხმძიმობისას: რაზე მიგანიშნებთ ის?
ფეხმძიმობის მეოთხე თვიდან დაწყებული მომავალ დედას მუცელზე ვერტიკალური ხაზი უჩნდება, რატომ ჩნდება იგი და რა უნდა მოვუხერხოთ მას?
ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ფონის ნიადგაზე სხვადასხვა ცვლილება ხდება. მუცელზე მუქი ფერის ვერტიკალური ზოლის გაჩენა უმეტესობა ქალებისთვის მოულოდნელ სიურპიზს არ წარმოადგენს. სპეციალისტების თქმით, ვერტიკალური ზოლი მუცელზე ყველა ქალს აქვს, მაგრამ 90 პროცენტს ფეხმძიმობისას უმკვეთრდება. გამორჩეულები არიან მუქკანიანი და მუქთმიანი ქალები. სხვათ შორის, ფეხმძიმე ქალებს ხაზი შეიძლება ჭიპიდან კი არ ეწყებოდეთ, არამედ, ნეკნებიდან. იგი შეიძლება იყოს ან შეუმჩნეველი ან შოკოლადისფერი.
მეცნიერებმა ვერ დადგინეს,
რატომ უჩნდება ფეხმძიმეს პიგმენტური ზოლი. ცნობილია, რომ მისი წარმოქმნის მიზეზი პიგემენტური ლაქების, ხალების, კანის გამუქების წარმომქმნელი ჰორმონის ბრალია.

შეიძლება თუ არა მისგან გათავისუფლება?
მრავალშვილიანი დედები გვარწმუნებენ, რომ მშობიარობისა და ჰორმონალურ ფონის აღდგენის შემდეგ ზოლი ქრება, თუმცა ისე უკვალოდ არა, როგორც ფეხმძიმობამდე იყო.

რჩევა, ვერტიკალური ზოლი რომ არ გაჩნდეს
მომავალი დედა უნდა მოერიდოს მზეზე ყოფნას (მით უმეტეს, გარუჯვას), ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით პიგმენტური ლაქების წარმოქმნის ალბათობა იმატებს და ზოლი შეიძლება მკვეთრად გამოხატული გახდეს. თუ თქვენი ფეხმძიმობა ზაფხულის პერიოდს დაემთხვა, ეცადეთ ჩაიცვათ დახურული სამოსი, წაისვათ მზისგან დამცავი კრემები.

ეს საინტერესოა!

სპეციალისტების აზრით, მელატროპინი _ ეს არის
ანტრისტრესული ჰორმონი, რომლესაც ნაყოფი გამოყოფს. ზოლის ინტენსიური შეფერილობით შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენად კომფორტულად გრძნობს პატარა თავს თქვენს მუცელში. თუ თეთრი კანი გაქვთ, ზოლი კი მუქი ფერისაა, მიანიშნებს, რომ ნაყოფი გენეტიკურ სიძლიერეს ფლობს სტრესული სიტუაციების მიმართ.
46724
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
teo
1
საკმაოდ მუქად მქონდა ზოლი თანაც ჭიპის ზემოთაც და ჭიპიც სულ გამიმუქდა.
15:04 / 11-06-2016
tiko
0
ეს ზოლი მეც მქონდა მაგრამ 1 წელში უკვალოდ გაქრა
15:21 / 10-06-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი