ამ ჯანსაღი დიეტით უმამ მშობიარობის შემდეგ მკვეთრად დაიკლო წონაშიში უმა თურმანი პალეოდიეტის მოყვარულია და სწორედ მისი მეშვეობით დაიკლო მკვეთრად წონაში, მორიგი მშობიარობის შემდეგ. ამგვარი დიეტის არსი ის გახლავთ, რომ მხოლოდ იმ პროდუქტებით უნდა იკვებოთ, როგორც იკვებებოდნენ "გამოქვაბულის" ადამიანები პალეოლითის ეპოქაში – ბევრი ხორცი, ხილი, ბოსტნეული, თხილი და თესლები. ამავდროულად, ამ დიეტის დროს არ არის რეკომენდებული თანამედროვე საკვები – გადამუშავებული მარცვლეული და ბარდეული, რძის პროდუქტები, მარილი და შაქარი. ლოგიკა ის არის, რომ ისტტტორიულად ადამიანის ორგანიზმი გათვლილი იყო სრულიად სხვაგვარ საკვებზე, ვიდრე ის არის, რასაც ახლა მივირთმევთ. ამ დიეტის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტ ჯანსაღ ცხიმს მივიღებთ დამუშავებული და გლუტენით მდიდარი საკვების ნაცვლად, მით უფრო ჯანმრთელები ვიქნებით.
პალეოდიეტის მიახლოებითი რაციონი
საუზმე: ვაშლი ან მსხალი, 200 გრ უცხიმო ხორცი, ერთი ჭიქა ახალგამოწურული წვენი
მსუბუქი წახემსება: 100 გრ კენკრა, 200 გრ ქათმის მკერდი, არაგაზირებული წყალი ერთი ჭიქა
სადილი: კიტრისა და პომიდვრის სალათი, 200 გრ წითელი თევზი ან უცხიმო ხორცი, ხილი, ერთი ჭიქა წყალი
სამხარი: 50 გრ ჩირი, 50 გრ თხილეული
ვახშამი: 200 გრ ბოსტნეულის სალათი, 200 გრ გრილზე მომზადებული ან ღუმელში შემწვარი თევზი