"როდესაც პირველ ბავშვზე ვიყავი ორსულად 27 კილო მოვიმატე, შემდეგ მეორე ბავშვიც გავაჩინე. ჭარბწონიანობის პრობლემა ორსულობის შემდეგ გამიჩნდა" თანამედროვე სამყაროში სიმსუქნესთან ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასაჭრელი პრობლემაა. წონას ზოგი პროფესიონალის დახმარებით, ზოგი ფიზიკური აქტივობით ებრძვის, მაგრამ ხშირად ნებისყოფის არქონის და არასწორი კვების რეჟიმის გამო, ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა წარუმატებლობით მთავრდება და დაკარგულ კილოგრამებს ორმაგად ვინაზაღაურებთ. თბილისის პრესტიჟული მაღაზიებისა და სილამაზის სალონების მფლობელმა დიანა ავილოვამ სიმსუქნე დაამარცხა და სასურველ წონას დიდი ხანია ინარჩუნებს. როგორ დაიკლო 25 კილო, ამის შესახებ დიანამ Ambebi.ge-ს უამბო.
- როდესაც პირველ ბავშვზე ვიყავი ორსულად 27 კილო მოვიმატე, შემდეგ მეორე ბავშვიც გავაჩინე. ჭარბწონიანობის პრობლემა ორსულობის შემდეგ გამიჩნდა. უამრავი დიეტა ვცადე წონის დასაკლებად, დავიკლებდი 5-6 კილოს და 12 კილოგრამს ვიმატებდი. არადა მე წარმოვადენ ცნობილ იტალიურ ბრენდს საქართველოში და ჩემთვის უმნიშვენლოვანესი იყო კარგ ფორმაში ყოფნა, ხშირად მიწევს იტალიაში ჩასვლა კოლექციის ასარჩევად და ძალიან მრცხვენოდა ჩემი ჭარბი წონის. საბოლოოდ მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება რომ ზედმატ წონას დავამარცხებდი, ამიტომ ისეთი რაციონი შევადგინე, რომელიც ჩემი საყვარელი საკვებისგან შედგებოდა, თავად შევადგინე ეს დიეტა. პირველ კვირას მოვიკელი 4 კილო, შემდეგ 12, ეს ჩემთვის კარგი სტიმული იყო და საბოლოოდ, 4 თვეში 25 კილო დავიკელი.
- რა ამოიღეთ რაციონიდან?
- რაციონიდან ამოვიღე პური, ტკბილეული, მაიონეზი, მწნილი, გაზიანი საკვები. ძალიან მიყვარს ხორცი, ასევე ვჭამდი სპაგეტს, ხაჭოს, ბოსტნეულს, ხილს, შოკოლადსაც კი. ძირითადად ცილოვანი საკვებისგან შედგება. რთული დიეტა არ არის, ჭამ და იკლებ ზედმეტ კილოგრამებს. 47 წლის ვარ და ჩემს ასაკში წონის დაკლება ადვილი არ არის, 4 თვის გასვლის შემდეგ დავიწყე პურის ჭამა, სხვა პროდუქტები 6-7 თვე მაინც ამოღებული მქონდა რაციონიდან და წელიწადნახევარია ამ წონას ისევ ვინარჩუნებ. იხილეთ დიანას დიეტა