სოკო
- სქესობრივი კონტაქტის მქონე ქალბატონებში ყველაზე ხშირად ვხვდებით ვაგინიტებს, ანუ საშოს ინფექციებს, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები გახლავთ, თუმცა, მათი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გარკვეული ცვლილებებიც იყოს. "ჯანმრთელობის სახლის" პარალელურად, სკრინინგ ცენტრში ვმუშაობ, თვეში 1200 და მეტ ქალბატონს ვიღებ კონსულტაციისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენი ციტოლოგები პაპ-ნაცხის ანალიზის პასუხებს გვაძლევენ, ასევე გვიწევენ დიდ სამსახურს და ხშირად ამასთან ერთად, ბაქტერიული
საერთოდ, საშოს ფლორა არის სუსტი ტუტე, თუ ის გადავიდა მჟავიანობისკენ, მაშინ სოკო აუცილებლად გამწვავდება, ეს პროცესი კი ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია ნივთიერაბათა ცვლაზე. მაგალითად, სოკო აქვთ ხოლმე დიაბეტიკებს. მათი ნივთერებათა ცვლა ისეთია, რომ საშოში ხშირად იცვლება მჟავა-ტუტიანობის წონასწორობა და მიდის მჟავიანობისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ საშოში იქმნება ნიადაგი, რომელმაც ეს სოკო შეიძლება, არააქტიური ფორმიდან აქტიურ ფაზაში გადაიყვანოს და მერე უკვე თავს იჩენს დაავადება, რომელიც საკმაო უხერხულობის შემქმნელია, ჭარბი გამონადენით, წვით და ქავილით. ასეთ გამწვავებულ პერიოდში, რასაკვირველია, აუცილებლია მკურნალობა.
კანდიდოზური ვაგინიტის ჩამქრალი პერიოდისთვის, რომელსაც ახასიათებს გამწვავება, არსებობს მედიკამენტები. ქალბატონებს ვეუბნები ხოლმე, დააკვირდით, მენსტრუაციის წინ ან შემდეგ, თუ ხდება გამწვავება, მაშინ არსებობს ძალიან კარგი გახანგრძლივებული მოქმედების, ერთჯერადად გამოსაყენებლი წამლები, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში საშოში ქმნის ისეთ ვითარებას, რომ სოკო აღარ გამწვავდეს. არსებობს სანთელი, გელი, რომელსაც ქალი გამოიყენებს გამწვავების პროცესში და სოკოსგან მეტ-ნაკლებად დაცული ვიქნებით. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ეს მეთოდი მისაღებია მაშინ, როცა სოკო გამწვავებული არ არის, გამწვავებულს აუცილებლად სჭირდება მკურნალობა.
სოკო უფრო მეტად ქალბატონებს ზღვაზე ემართებათ, ხანდახან პირველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ იჩენს თავს, ასევე შესაძლებელია მისი გამომწვევი ტრავმული სქესობრივი აქტი იყოს. ამ დროს ზიანდება საშო, ჩნდება სისხლჩაქცევები და იქმნება კარგი ფლორა კანდიდოზის განვითარებისთვის.
სხვა გავრცელებული დაავადებები
იმდენად ხშირად არა, მაგრამ საკმაოდ მრავლად გვხვდება ტრიხომონადური ვაგინიტები, რაც ძირითადად სქესობრივი გზით გადამდებია. მამაკაცის კონდომი, სქესობრივი გზით გადამდები ასეთი დაავადებების თავიდან აცილების კარგი საშუალებაა.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში შეიქმნა დიდი ტრაგედია ქლამიდიაზე. მინდა ვუთხრა ქალებს, რომ ქლამიდია ჩვეულებრივი ბაქტერიაა, რა თქმა უნდა, იწვევს დაავადებას, მაგრამ მის შემთხვევაში ისე მწვავედ არ გამოიხატება მდგომარეობა, როგორც ვთქვათ, კანდიდოზური ან ტრიხომონადური ვაგინიტის დროს, აქ უფრო დუნედ მიდის პროცესი, სამაგიეროდ ახასიათებს აღმავალი ინფექციის განვითარება, ანუ ანთების გადასვლა საშვილოსნოს ღრუზე, საკვერცხეებსა და მილებზე, ამიტომ ყუარდღებამისაქცევია.
ზემოხსენებულ დაავადებებთან ერთად, ხშირად გვხვდება საშოს დისბაქტერიოზი, რომელსაც ახასიათებს სუნიანი გამონადენი და არაფერი სხვა. საშოს აქვს თავისი დამცავი ფლორა, ანუ გარკვეული ბაქტერიები, რომლებიც საშოში აუცილებლად უნდა იყოს. დისბაქტერიოზის საწინააღმდეგოდ არის უამრავი კარგი საშუალება, მაგრამ მათ უნდა ჭკვიანური გამოყენება. მუდმივი გამორეცხვა, ხსნარების შეყვანა არაა რეკომენდებული, იმიტომ, რომ არასასურველ ბაქტერიებთან ერთად აქრობს სასურველ ბაქტერიებსაც, ან რაოდენობრივად ამცირებს, რის შემდეგაც აღსადგენი ხდება ხოლმე იმ ბაქტერიების ფლორა, რომელიც საჭირა საშოსთვის.
ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავდებები ესენია, აღარ ვლაპარაკობ ისეთ ვენერიულ დაავადებებზე, როგორიცაა სიფილისი, გონორეა, მაგრამ დღესდღეობით მათი რაოდენობა პროცენტულად ძალიან შემცირდა, იმდენად, რამდენადაც ამ მხრივ განათლების დონემ აიწია.
ინტიმური ჰიგიენა
არსებობს ინტიმური ჰიგიენის უამრავი საშუალება, ზოგიერთი მათგანი იცავს კიდეც სოკოვანი დაავადებებისგან. ინტიმური გელების გამოყენება ცუდი არაა, მაგრამ გარკვეული დოზითა და რაოდენობით, გამუდმებით ერთი და იმავე საშუალების ხმარებას ქალებს არ ვურჩევ.
ციცი ომანიძე