ეს მასაჟებიც და ნიღბებიც მარტივი შესასრულებელია, დროც არ უნდა ბევრი. მოკლედ, თქვენთვისაა * დაწექით ზურგზე, სახისა და ყელის არეში დაიფარეთ მარლა, ზემოდან დაიდეთ რამდენიმე ფენა მჟავე კომბოსტოს ფოთოლი, გააჩერეთ 10-15 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი, შემდეგ ცივი წყლით, წაისვით თქვენი კანისათვის სასურველი კრემი. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.
* დაწექით ზურგზე, დაიფარეთ სახეზე და ყელის არეში მარლა, დაიდეთ თხელ ფენად ძროხის ან ღორის ფარში, გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით, წაისვით კრემი. გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.
სახის მასაჟი - საჭიროა ყოველდღიურად თქვენთვის სასურველ დროს:
* თვალის ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგოდ - ჯერ ამოძრავეთ თვალები წრიულად ორთავე მხარეს 10-20-ჯერ, შემდეგ მოჭუტეთ 40-ჯერ, ისევ თვალების წრიული მოძრაობა ზემოთ, მარცხნივ და მარჯვნივ. გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-4 წუთის განმავლობაში.
* ცხვირის კუთხეებთან ნაოჭების საწინააღმდეგოდ - ჩაისუნთქეთ ღრმად, ამოსუნთქული ჰაერით გაბერეთ ორივე ლოყა და ჰაერი გამოუშვით ნელ-ნელა ისე, რომ თითქოს სათამაშო გასაბერ ბუშტს ბერავდეთ. ასეთი იმიტაცია გაიმეორეთ 4-5-ჯერ.
* ტუჩების ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგოდ - შეკარით ტუჩები ისე, როგორც კოცნის დროს და წრიულად ამოძრავეთ მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ და ქვემოთ. გაიმეორეთ ეს მოძრაობა 2-3 წუთის განმავლობაში.
* შუბლის არეში ნაოჭების საწინააღმდეგოდ - რაც შეეხება შუბლის ნაოჭებს, ისინი "ჯიუტთა რიცხვს" მიეკუთვნებიან. მაგრამ შეიძლება მათთანაც ბრძოლა. დაიდეთ ხელის გული შუბლზე, მაგრად დააწექით, ერთდროულად ეცადეთ შუბლზე შეკრათ ნაოჭები (წარბების აწევით) და უცებ გაუშვათ. ხელის გული კი ისევ მაგრად გეჭიროთ. ასე გააგრძელეთ 10-20ჯერ.
* ხელების კანი - ნაზი და ელასტიკური თუ გინდათ გქონდეთ, შეიზილეთ ცოტაოდენი საჭმლის ზეთი, შემდეგ შალის ხელთათმანები წამოვიცვათ და ისე დაიძინეთ (ხელთათმანს თითის ბოლოები უნდა წააჭრათ).