1. ვიზიტამდე 24 საათის განმავლობაში სქესობრივი კავშირისგან ჯობია თავი შეიკავოთ.
2. ნაწლავები განტვირთული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ექიმი შეცდომაში შევიდეს.
3. სავსე შარდის ბუშტი აუცილებელია ექოსკოპიური კვლევისას. გინეკოლოგთან ვიზიტისას კი ისიც დაცლილი უნდა იყოს. ამის
4. ყველა ქალი ამ ვიზიტის წინ ბუნებრივია დიდი გულმოდგინებით იტარებს ჰიგიენურ პროცედურებს, მათ შორის გამორეცხვას. ეს დიდი შეცდომაა. ელემენტარული წყლის პროცედურები ნეიტრალური, საბავშვო საპნით სრულიად საკმარისია.
5. აუცილებლად გააფრთხილეთ ექიმი, თავს იცავთ თუ არა.
6. თუ თავს არ იცავთ და მენსტრუაციამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, თუ რაიმე გადაუდებელი არ არის, გინეკოლოგთან ვიზიტს ნუ იჩქარებთ. დაელოდეთ ციკლის დასრულებას.
7. ყველა გეგმიური (და არა გადაუდებელი) კვლევები, ასევე ქირურგიული ჩარევები (ლაზერული თერაპია, კისტის მოშორება, ეროზიის მოწვა) ჯობია ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის დასრულების შემდეგ მალევე.
ამ წესების დაცვით ბევრ შეცდომას აიცილებთ თავიდან, შესაბამისად, ვიზიტი, მკურნალობა და მათში გადახდილი ფული ყოველთვის შედეგის