დედების სალონითავის მოვლა
7 ფაქტი კრიტიკულ დღეებზე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
7 ფაქტი კრიტიკულ დღეებზე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
სარეკლამო რგოლების მსგავსად ჩვენც დავეჩვიეთ, რომ მენსტრუაციის დღეებს კრიტიკულებს ვეძახით. გინეკოლოგები კი არ გვეთანხმებიან, მათ მიაჩნიათ, რომ "კრიტიკული" დღეები მენსტრუაციის კი არა, ოვულაციის პერიოდია. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ახალი სიცოცხლის ჩასახვისთვის.
1. როგორც წესი, რეგულარული ციკლი ახალგაზრდა გოგონას 2 წლის განმავლობაში უყალიბდება. თუ მენსტრუაცია არ დარეგულირდა, ეს ნიშანია, რომ დარღვეულია ჰორმონალური ბალანსი ან საკვერცხეები არ მუშაობს სწორად, რაც შეიძლება მომავალში უშვილობის მიზეზი გახდეს.
2. მტკივნეულ მენსტრუალურ ციკლს უამრავი მიზეზი აქვს. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. სიმპტომი შეიძლება სერიოზულ
დაავადებაზე მიუთითებდეს. თუ დაავადება არ გამოვლინდა, ექიმმა შეიძლება დისმენორიის მკურნალობა შემოგთავაზოთ ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებით, რომელსაც ციკლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე და დასრულების შემდეგ 2-3 დღე მიიღებთ.
3. ქალის ორგანიზმი გამრავლებისთვისაა შექმნილი. ამიტომაც ემზადება ყოველ თვე ჩასახვისთვის. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ციკლი ოვულაციის გარეშეც დგება. ე.წ. "ცარიელი" ციკლი, როგორ წესი, ჩამოუყალიბებელ გოგონებსა და ქალებს 40 წლის ზევით აღენიშნებათ. აგრეთვე, ჰორმონალური დარღვევის დროს. სტრესი ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ანოვულაციისა.
4. ენერგიული ბალანსის დარღვევა,- მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, რადიკალური დიეტა შეიძლება მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი გახდეს. გინეკოლოგების დაკვირვებით, ქალმა, რომელმაც ნორმაში მოიყვანა რაციონი, 1-2 წლის განმავლობაში ურეგულირდება მენსტრუალური ციკლი და
ნანატრი ფეხმძიმობაც დგება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უშვილობის მიზეზი შეიძლება ზედმეტი წონაც გახდეს.
5. მენსტრუაციამდე ერთი დღით ადრე ქალი მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერ ტკივილს განიცდის. ეს წინამენსტრუალური სინდრომია.
6. 3-7-დღიანი დენის დროს ქალი საშუალოდ 80 მლ სისხლს კარგავს. ეს მაქსიმალური რაოდენობაა. საშუალოდ- 40 მლ-ს. ხანდახან მენსტრუაციას სისხლის კოლტები მოჰყვება. ეს ედომეტრიის ფრაგმენტებია. ასაკის მატებასთან ერთად გამონადენში კოლტები რაოდენობაც იმატებს.
7. ქალს განსაზღვრული პერიოდით აქვს მენსტრუალური ციკლი, როცა საკვერცხე თავის ფუნქციას ამოწურავს, მენოპაუზა დგება. დაახლოებით 45 წლის ასაკში. თუმცა, შეიძლება 40 წლის ან 55 წლის ასაკშიც მოხდეს. ეს დამოკიდებულია ქალის გენეტიკაზე. მენოპაუზის წინა სიმპტომად შეიძლება ჩაითვალოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან გამონადენის შემცირება.

ბეჭდვა