იოგურტი
იცით, რომ ყველაზე უცხიმო იოგურტიც კი 3 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს. ამას დაუმატეთ მასში შემავალი ტკბილი ხილი... შედეგად გლუკოზის ბომბას მიიღებთ.
უცხიმო ხაჭო
შინაურ ხაჭოსთან შედარებით მაღაზიისა 1,5-ჯერ მეტ ლაქტოზას _ რძის შაქარს შეიცავს. მაგალითისთვის, 100 გრამი რძე 4,8 გრამ ლაქტოზას შეიცავს. ამავე რაოდენობის ხაჭო _ 3,2-ს, და ყურადღება! 100 გრამ 20-პროცენტიან ხაჭოში 2,7
მაგარი ყველი
თუ ხორცსა და რძის პროდუქტებზე უარი თქვით და ცილას მხოლოდ ყველის ჭამით იღებთ, უნდა გაგაწბილოთ, 100 გრამი ყველი 40 გრამ ცხიმს შეიცავს. ხოლო, დიეტური, უცხიმო მყარი ყველი არანაკლებ კალორიულია. დიეტოლოგების აზრით, თუ ყველს გახდომის მიზნით მიირთმევთ, მისი დღიური ნორმა 100 გრამზე მეტი არ უნდა იყოს. უპირატესობა კი ნატურალურ, მაგალითად იმერულის სახეობის, ყველს მიანიჭეთ.
ომლეტი
ფიტნეს მწვრთნელები ამბობენ, რომ კუნთოვანი მასის ჩამოსაყალიბებლად ადამიანმა კვერცხის ცილა უნდა მიიღოს. ჰოდა, თუ ამ მოსაზრების გამო ომლეტს ხშირად მიირთმევთ, უნდა გაგაფრთხილოთ, მწვრთნელები მართლები არიან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ომლებს მხოლოდ ცილისგან მიირთმევ,
ასევე დაგაინტერესებთ
ხორცი
ცილოვანი დიეტის დროს ხორცის ნაცვლად ბევრი საქონლის სოსისს მიირთმევს. ეს დიდი შეცდომაა, რადგან სოსისში ხორცი ყველა ნაკლები რაოდენობითაა. უმეტეს წილს ფქვილი, სახამებელი და ცხიმი შეადგენს