სტრიების გაჩენას ხშირად ჰორმონული დარღვევები იწვევს
სტრიების გაჩენას ხშირად ჰორმონული დარღვევები იწვევს
სტრიების პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს. განსაკუთრებულად აქტუალურია ეს საკითხი ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ.
სტრიები (კანის დაჭიმვა) - დაჭიმვა წარმოიქმნება კორტიზოლის (თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონი) ჰიპერსეკრეციის მიზეზით; ის იწვევს კანის ელასტინური ბოჭკოების დეგრადაციას. სწორედ ამიტომ სტრიები ხშირად ჩნდება ორსულობისა და სქესობრივი მომწიფების დროს. სტრიების წარმოქმნის პროვოცირება შესაძლებელია წონის მკვეთრი ცვლილებების დროს. ამ დროს ჩნდება ვერტიკალური სტრიები, ხოლო ჰორმონული დარღვევების დროს – ჰორიზონტალური. პირველ შემთხვევაში სტრიები თეთრი ფერისაა, მეორე შემთხვევაში კი - წითელი. თუმცა თავდაპირველად სტრიები წითელია, მაგრამ თანდათანობით თეთრი ფერის
ხდება. თუ წითელი დარჩა, მაშინ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს თირკმელზედა ჯირკვლის გამოსაკვლევად.
არსებობს წონის ცვალებადობასთან დაკავშირებული თეთრი სტრიების საწინააღმდეგო კრემები, მაგალითად ციკატრიქსი, პრეგნაქეა, კონტრატუბექსი, კრემი სტრიებისთვის და სხვა. ისინი რამდენადმე აღადგენენ დაზიანებულ კანს. ეს საშუალებები ახლად წარმოქმნილი სტრიების შემთხვევაში უფრო ეფექტურია. გარდა ამისა, სტრიების საწინააღმდეგო ღონისძიებების რიცხვს მიეკუთვნება - მეზოთერაპია, მეზოპილინგი, პილინგი და სხვა.

mkurnali.ge
ტეგები: სტრიები
5146
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?