თმის შეღებვა 3%-ანი "პერეკისით" - ღია ტონი ყოველგვარი საღებავის გარეშე
თმის შეღებვა 3%-ანი "პერეკისით" - ღია ტონი ყოველგვარი საღებავის გარეშე
სასურველი თმის ფერის მისაღებად ზოგჯერ საათობით ვსხედვართ სალონებში. არადა, ჩვენს გვერდით ბევრ ქალბატონს თმის შეღებვის ძალიან მარტივი, იაფი და უსაფრთხო გზა აქვს მოძებნილი. თავად შევხვდი გოგონას, რომელიც თმას ჩვეულებრივი 3%-იანი "პერეკისით" იღებავს, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. დიახ, სწორედ ის წყალბადის ზეჟანგი, რითაც ჩვენს შვილებს თავის დროზე ჭიპს ვუშუშებდით.

როგორ უნდა შეიღებოთ თმა წყალბადის ზეჟანგით?
დაგჭირდებათ
ერთი ფლაკონი 3%-იანი წყალკბადის ზეჟანგი
ცარიელი სანამავი ჭურჭელი
ხელთათმანები
თმის დამჭერები
სავარცხელი

ერთი ფლაკონი "პერეკისი გააზავეთ ზუსტად იგივე რაოდენობის წყალში და ჩაასხით სანამავ ჭურჭელში. მოირგეთ
ხელთათმანები და დაიწყეთ თმის დანამვა ხსნარით ფენა-ფენად, ისე, რომ ხსნარი თმას ყველგან მოხვდეს. გამოიყენეთ თმის დამჭერები.
როცა მთლიანად დაისველებთ, სასურველია თმაზე ცელოფნის პარკი ან ფოლგა შემოიხვიოთ, რადგან ეს ნივთიერება მაღალ ტემპერატურაზე უფრო კარგად მოქმედებს. შეფუთული თმა შეგიძლიათ ფენითაც გაახუროთ.
გაიჩერეთ 30-60 წუთის განმავლობაში, იმის მიხედვით, რამდენად გსურთ თმის გაღიავება. შეგიძლიათ პერიოდულად თმის პატარა ბოლო წყლით ჩამოიბანოთ და შეამოწმოთ, საკმარისად გაღიავდა თუ არა.
37532
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
მარი
0
მაინტერესებს ასე თმა ხო არ დამეწვება?
23:20 / 20-04-2020
0
?ნამდვილად ეფექტურია ?
20:23 / 30-11-2019
7
ნამდვილად მოქმედებს
20:23 / 30-11-2019
Nstia
0
Mე პერეკისს შევურიე ლიმონის წვდნი ჯერ ერთხელვცადე ვნახავ შედეგს 5 ცდაზე
14:46 / 28-02-2019
ცირა
2
ვერაფერი ვერ ვქენი
21:27 / 18-11-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?