სალომემაც არ დააყოვნა და დიეტის რაციონი გამოაქვეყნა სულ ცოტა ხნის წინ სალომე გოგიაშვილმა სოციალურ ქსელში სასწორის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 53.8 კილოგრამს იწონის და იქვე აღნიშნა, რომ იდეალურ წონამდე 2 კილოს დაკლებაღა აქვს დარჩენილი. რასაკვირველია, დიდი ინტერესი გაჩნდა დიეტის მიმართ, სთხოვდნენ დაეწერა, რაში მდგომარეობდა მისი გახდომის საიდუმლო... სალომემაც არ დააყოვნა და დიეტის რაციონი გამოაქვეყნა, თან მეგობრებს წარმატებები უსურვა და სთხოვა, აუცილებლად აიწონეთ, სანამ დაიწყებთ; პირველი დღის შემდეგ, ანუ მეორე დღესვე ხელახლა აიწონეთ და ნახავთ შედეგს საოცარს, გამახარებთ, თუ მეც მომწერთ შედეგსო.
გთავაზობთ სალომეს დიეტას:
1-ლი დღე: 6 ცალი მაგრად ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი
მე-2 დღეს: უცხიმო ხაჭო - 500 გრამი
მე-3 დღე: მოხარშული ქათმის ფილე - 750 გრამი
მე-4 დღე: მოხარშული ბრინჯი - 200 გრამი
მე-5 დღე: მოხარშული კარტოფილი - 6 ცალი
მე-6 დღე: შეუზრუდავი რაოდენობის ვაშლი
პარალელურად, შეგიძლიათ მიირთვათ შეუზღუდავი რაოდენობის ყავა და ჩაი უშაქროდ, კეფირი.
აუცილებელია, 2 ლიტრი წყლის მიღება
მარილი მინიმალური რაოდენობით.
თეკლა ჟვანია