ქალი, ასაკი და პრობლემები
ქალი, ასაკი და პრობლემები
რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, როგორ შევინარჩუნო ახალგაზრდობა. ძალიან მაშფოთებს თითოეული მომატებული კილოგრამი. მინდა მივდიო სპორტს, კვებაც ვაკონტროლო, მაგრამ ვიცი, რომ ამის კეთება ქაოსურად არ შეიძლება. როგორ შევუთავსო ერთმანეთს სპორტი და კვება და როგორ გავაკეთო ეს ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენო?
იმისთვის, რომ ნებისმიერ ასაკში გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც გვსურს, მართლაც აუცილებელია, მივდიოთ აქტიურ ცხოვრების წესს - ვივარჯიშოთ, დავკავდეთ სპორტით. არ უნდა დავივიწყოთ სწორი, რაციონალური კვებაც.
თუ ამ ყველაფერს გონივრულად და გულისყურით მოვეკიდებით, ჩვენი ორგანიზმი ჰარმონიულად განვითარდება, ახალგაზრდობასაც დიდხანს შევინარჩუნებთ და ჯანმრთელობასაც. თუმცა სხვადასხვა ასაკში ამისთვის სხვადასხვაგვარად უნდა ვიზრუნოთ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

25-დან 35 წლამდე
ამ ასაკში ცხიმი ჯერ კიდევ არ გროვდება აქტიურად, თუმცა მისგან თავის დაცვა და მისი მოცილება სწორედ ამ პერიოდში უნდა დავიწყოთ, იმისდა მიხედვით, რა დონეზე და რა რაოდენობით გროვდება ის. ათი წლის შემდეგ დაგროვილი ცხიმის ერთბაშად მოშორება გაცილებით ძნელი იქნება. გსურთ, თავიდან აიცილოთ წონასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები? - მიიღეთ პოლივიტამინების კომპლექსი მაკრო- და მიკროელემენტებით. საქმე ის არის, რომ მათი მარაგი მცირდება ორსულობისას, მშობიარობისას, სტრესისა და დიეტით გატაცების დროს. იზრუნეთ კუნთოვანი მასის მომატებაზე. კვირაში
სამჯერ 5 წუთი დაუთმეთ ძალისმიერ ვარჯიშს, 15 წუთი - კარდიოვარჯიშს. 8 კვირის შემდეგ ფიზიკური აქტივობა 20%-ით მოიმატებს, ხოლო კუნთური ძალა - 25%-ით. მოძრაობა თქვენი ცხოვრების ნაწილად უნდა იქცეს. თუ უპირატესობას მიანიჭებთ მშვიდ საქმიანობას, მაგალითად, სეირნობას, შეეცადეთ ისეირნოთ სწრაფ ტემპში. გამხდარი ხართ და ამიტომ სპორტს არ მისდევთ? ძალიან ცდებით! ფიზიკური პასიურობა კუნთოვანი და ძვლოვანი მასის დაკარგვამდე და ნივთიერებათა ცვლის გაუარესებამდე მიგიყვანთ. გამხდარი ზარმაცუნები ვერც კი შეამჩნევენ, როგორ მოედება მათ სხეულს ცხიმი. შესაძლოა, ის მაინცდამაინც მუცლისა და თეძოების მიდამოში არ ჩალაგდეს, მაგრამ შინაგანი ორგანოების ირგვლივ და კანქვეშ დაგროვდება. არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ ტრაპეზი. რეგულარული კვება ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ერთსა და იმავე დონეზე შენარჩუნებას. ორსულობა სულაც არ გახლავთ მოდუნების საფუძველი. ფიტნესი და ცურვა ზრდის შანსს, მომავალმა დედამ სწრაფად დაიბრუნოს ქალიშვილობისდროინდელი წონა მშობიარობის შემდეგ. მაგრამ აქტივობის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!

35-დან 45 წლამდე
ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, ცხიმოვანი ქსოვილი იზრდება, ხოლო ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს კუნთოვანი მასის შემცირებისკენ მივყავართ. შენელებული ნივთიერებათა ცვლის კომპენსირებისთვის კვირაში 3-ჯერ 20-25 წუთი დაუთმეთ აერობულ და ძალისმიერ ვარჯიშებს. თუ გირჩევნიათ, ერთ მათგანს მიჰყოთ ხელი, არჩევანი ძალისმიერ ვარჯიშებზე შეაჩერეთ. თუ სწრაფად გადაერთვებით ერთი ძალისმიერი ვარჯიშიდან მეორეზე, აერობიკა შესამჩნევ ეფექტს გამოიღებს - ამ გზით წუთში 10 კალორიას დაწვავთ და მოამაგრებთ კუნთებს, რომლებიც, თავის მხრივ, კალორიების დაწვაში დაგეხმარებიან. ისწავლეთ საკუთარი თავის მართვა. ამისთვის შეიძლება მიმართოთ იოგას ან მედიტაციას.

იხილეთ სრულად
1674
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?