რისთვის მიმართავენ გუგა კუზანოვს ყველაზე ხშირად ახალნამშობიარევი ქალები
რისთვის მიმართავენ გუგა კუზანოვს ყველაზე ხშირად ახალნამშობიარევი ქალები
მას შემდეგ, რაც ოჯახს ახალი წევრი ემატება და ცვლის მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრებას, ქალის ცხოვრებაშიც ახალი საზრუნავის გარდა ჩნდება ახალი პრობლემები, რაც ორსულობის შედეგად დაკარგულ ფორმებს ეხება. XXI საუკუნეში მედიცინა ისე დაიხვეწა, რომ მსგავსი საკითხების მოგვარება პრობლემას არ წარმოადგენს. ჰოდა, გადავწყვიტეთ, ცნობილი პლასტიკური ქირურგისთვის, გუგა კუზანოვისთვის გვეკითხა, ყველაზე ხშირად რა ჩივილებით მიმართავენ ახალნამშობიარევი ქალები და რის გაკეთებას ითხოვენ ფორმაში ჩასადგომად.

- ორსულობის შემდეგ ნომერი პირველი პრობლემა ზედმეტი წონაა. ნებისმიერი
ქალი ფეხმძიმობის პერიოდში წონაში იმატებს, ზედმეტი კილოგრამები კი მკვეთრად გამოიხატება მუცლის, წელის არეში, ხშირად მშობიარობის შემდეგ წონაში იკლებენ, მაგრამ ზემოხსენებული ადგილები მაინც პრობლემური რჩებათ, ასეთ შემთხვევაში კი ვაკეთებთ ლიპოსაქციას. გარდა ამისა, შვილოსნობის შემდეგ ქალებს უჩნდებათ კანის პრობლემა და ამისთვისაც მოგვმართავენ ხოლმე. ორსულობისას გადაჭიმული კანი, კარგავს ელასტიურობას, არ იკუმშება კარგად და ძველ იერსახეს ბავშვის გაჩენის შემდეგაც ვერ იბრუნებს, ანუ ხდება კანის დაშვება, მოჭმუჭნვა, რასაც ფტოზი ჰქვია. ამ დროს კეთდება მუცლის წინა კედლის პლასტიკა, ზედმეტ კანს ვკვეთთ, ვჭიმავთ და ა.შ. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ქალებს აწუხებთ, ეს მკერდის `გაფუჭებაა~, მით უმუტეს მაშინ, როცა ბავშვს დიდხანს აჭმევენ ძუძუს. ასეთ ვითარებაში ვაკეთებთ მკერდის ლიფტინგს ან
პროთეზირებას, იმპლანტებს ვდგამთ შიგნით, რადგან არა მარტო ფორმა, ზომაც იცვლება. ლაქტაციის პერიოდში, როგორც წესი, მკერდი გადიდებულია, შემდეგ კი პატარავდება, ეს ბევრს არ მოსწონს და აუგმენტაციისთვის, ანუ გადიდებისთვის მოგვმართავენ.
- საკეისროს შემთხვევაში რამდენად ხშირად მოგმართავენ ნაწიბურის პლასტიკისთვის?
- ზოგ შემთხვევაში საკეისროს დროს გაკეთებული ნაწიბური უხეში რჩება, მუცლის წინა კედელს ქვედა და ზედა ნაწილებად ყოფს, რაც აშკარად თვალში საცემია, ამ დროსაც ვაკეთებთ პლასტიკას, ძველი იერსახის დასაბრუნებლად.
- თუ შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველს მისცეთ რჩევა, როგორ აიცილონ ეს პრობლემები თავიდან? გასაგებია, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და ორგანიზმსა და კანზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც.
- პირველი რჩევა არის ის, რომ ქალებმა შეინარჩუნონ ფორმა და ძალიან არ უნდა გასუქდნენ. გასაგებია, რომ ნაყოფს კვება, ვიტამინები სჭირდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ორსულობისას ქალი უზომოდ ჭამს და ძალიან სუქდება. კარგია, თუ ასეთ ვითარებას თავიდან ავიცილებთ. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური კრემები, რომელიც კვებავს კანს და არ აძლევს საშუალებას, რომ ბევრი სტრია გაჩნდეს. თუ ადამიანს გენეტიკურად ამისკენ მიდრეკილება აქვს, მაინც გაჩნდება, მაგრამ - შედარებით ნაკლები რაოდენობით. ჯანმრთელობისთვის ასევე კარგია სიარული, სპეციალურად ორსულთათვის განკუთვნილი ვარჯიშების კეთება.Aამ ყველაფრისთვის კი კარგი გინეკოლოგია საჭირო, რომელიც თავიდან ბოლომდე აიღებს ორსულზე პასუხისმგებლობას. ამ პრობლემებთან ერთად ხშირად ქალებს აწუხებთ ვენების საკითხი, რომელიც შეიძლება უკვე დაავადებად იყოს ჩამოყალიბებული, ვენების გაგანიერებას, ვარიკოზულ ვენებს ვგულისხმობ, რასაც ოპერაცია სჭირდება. მაგრამ ასევე შეიძლება საქმე გვქონდეს ესთეტიკურ პრობლემასთან, ამ დროს კანქვეშ დიდი დაკლაკნილი ვენები კი არ გამოდის, არამედ კაპილარები, წითელი ვარსკვლავები, ამის პრევენცია კი არის სპეციალური კოლჰოტები, გეტრები, რაც აუცილებლად უნდა ატაროს ამ პრობლემის მქონდე ადამიანმა ფეხმძიმობის პერიოდში. საზღვარგარეთ ქალბატონები ამით მშობიარობენ კიდეც, დაძაბულობის დროს რომ ვენები ზედმეტად არ გამოვიდეს.
- თუ ქალი არ კვებავს ბავშვს ბუნებრივად, მაინც უფუჭდება მკერდის ფორმა?
- რთულია პასუხის გაცემა, რადგან ყველაფერი მაინც დამოკიდებულია მოცულობაზე. თუ მკერდი ან მუცელი ძალიან გაიზარდა ზომაში და კანი გაიწელა, ეს ქმნის პრობლემას. თუმცა, მინახავს ისეთი ქალები, ვინც ორი წელი ბუნებრივად კვება შვილი, მაგრამ მკერდის კარგი ფორმა შეინარჩუნა, ასევე მინახავს ისეთებიც, რომლებსაც ფაქტობრივად რძე არ ჰქონიათ და მკერდის ფორმა მაინც შეცვლიათ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ გარანტია არ არსებობს.
- მშობიარობის შემდეგი პლასტიკისთვის ძირითად შემთხვევებში ქალები საკუთარი სურვილით მოდიან თუ მეორე ნახევრების თხოვნით?
- ნებისმიერი ოპერაცია ტარდება იმ შემთხვევაში, თუ ქალი არაა ლაქტაციის პერიოდში. თუ დედა ბავშვს აჭმევს ძუძუს, არანაირ ოპერაციაზე არ შეიძლება საუბარი, ისედაც, უმჯობესია, გარკვეული დრო, მინიმუმ 6 თვე, სასურველია, 1 წელიც იყოს გასული ფეხმძიმობიდან, როცა ფორმების დაბრუნებაზეა საუბარი. ნებისმიერი ქალი ყველაფერს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის იკეთებს, იშვიათია შემთხვევა, როცა ამას ვიღაცის გამო აკეთებენ.
- გქონიათ შემეთხვევა, რომ მამამკაცს თქვენთან მოეყვანოს ქალი და თავისი მოთხოვნები წამოეყენებინოს მეორე ნახევრის ფორმებთან დაკავშირებით?
- არა, ასეთი დამოკიდებულება რომ შევნიშნო, ალბათ არანაირ ოპერაციას არ გავაკეთებ, რადგან პირველ რიგში უნდა მოუსმინო ქალს. მამაკაცს ბევრი რამე უნდა, მაგრამ ეგრე არაა. კარგია, თუ აქვს სურვილი იმისა, რომ მისი მეუღლე იმაზე უკეთ გამოიყურებოდეს, ვიდრე არის, მაგრამ პირველ რიგში ეს თავად ქალს უნდა უნდოდეს და 100%-ით უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მას ეს სჭირდება. შეიძლება მეორე ნახევარი სულაც არ აძალებდეს რაიმეს შეცვლას გარეგნობაში, მაგრამ ამას აკეთებდეს დედა, დედამთილი, ეუბნებოდეს, რას ჰგავხარ ფეხმძიმობის შემდეგ, ჩადექი ფორმაშიო. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში არ გავაკეთებ არაფერს, თუ თავად ქალის თანხმობა არ მექნება. თან, ასე არ ხდება, რომ ფეხმძიმობის შემდეგ პირდაპირ მოვიდეს და ლიპოსაქცია გაიკეთოს. როცა მოდიან ჩემთან, ვეუბნები, რომ უნდა დაიცვან დიეტა, ივარჯიშონ, დაიკლონ ზედმეტი კილოგრამები, გაიმაგრონ კუნთები. თუ ამას ქალი რეალურად შეასრულებს, დაიკლებს წონაში, მაგრამ მაინც დარჩება საკორექციო ადგილი მუცლის, მკერდის მიდამოში, მერე ჩავერთვები. ანუ ყველა შემთხვევაში ჩვენი მომსახურება ეყრნობა ქალის სურვილს და მომზადებას.

ციცი ომანიძე



5427
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
Tako
0
ძალიან GთXოვთ, იქნებ დაწეროს Vინმემ, რა ღIრს საკეისრო შრამის ოპერაცია.
00:01 / 31-08-2015
makine
0
დაახლოვებით რა თანხაა საჩირო ლიპოსაქციისთვის?
06:15 / 13-01-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?