რატომ შეიძლება იყოს დეზოდორანტი მავნებელი?
დეზოდორანტების უმრავლესობა, ოფლის გამოყოფის შემცირების მიზნით, ბლოკავს საოფლე ჯირკვლებს. ეს ძირითადად ე.წ. ანტიპერსპირანტებია. თუმცა ოფლის გამოყოფა ცხოველმყოფელობის უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომლის საშუალებითაც ორგანიზმიდან გამოიყოფა ტოქსინები და დაშლის პროდუქტები. როდესაც საოფლე ჯირკვალი ბლოკირებულია, ორგანიზმი ცდილობს განთავისუფლდეს ზედმეტი ტოქსინებისგან სხვა ჯირკვლების მეშვეობით, მაგრამ ვიდრე ის ახდენს ამ ტვირთის ტრანსპორტირებას, მავნე ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაწილი იწოვება სისხლში, რაც შემდგომში ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. გარდა
დეზოდორანტების შემადგენლობა, უმრავლეს შემთხვევაში, არ არის ჯანსაღი, ეკოლოგიური და შეიცავს მრავალ საშიშ ელემენტს. დეზოდორანტების ერთერთი ამგვარი "არაჯანსაღი" კომპონენტი არის ალუმინის მარილი, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და კრიტიკული მასის მიღწევის პირობებში გამოიწვიოს ყველა შესაძლო პათოლოგია, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება და კიბო, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, რისი დამადასტურებელიცაა ამ დიაგნოზით დარეგისტრირებულთა რაოდენობის ზრ
მავნე ნივთიერებები დეზოდორანტებში:
ალუმინის გარდა, დეზოდორანტები შეიძლება შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის არასასურველ და მავნე შემდეგ კომპონენტებს:
• ტრიკლოზანი - ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც ოფლის სუნის წარმომქნმნელი ბაქტერიების დამშლელია, მაგრამ სინამდვილეში ნაკლებადეფექტურია და კლავს უფრო სუსტ "კარგ" ბაქტერიებს, რითაც "ეხმარება" "ცუდ" ბაქტერიებს.
• ბუტანი/პროპანე - ნავთობმრეწველობის პროდუქტებია, ორგანიზმში დაგროვებისას იწვევს თავის ტკივილს.
• პოლიეთილენგლიკოლი/პოლიპროპილენგლიკოლი - იწვევს ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებს.
• არანატურალური არომატები და სუნის გამაძლიერებლები - შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება და გამწვავება.
იხილეთ სრულად