რატომ ირღვევა ციკლი
რატომ ირღვევა ციკლი
მენსტრუალური ციკლის დარღვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე გვესაუბრება სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკის" ექიმი მეან-გინეკოლოგი ნინო ჯაფარიძე.

- ქალბატონო ნინო, როგორ ხდება ქალის ორგანიზმში მენსტრუალური ციკლის რეგულაცია?
- მენსტრუალური ციკლი საშვილოსნოდან პერიოდული სისხლდენაა, გამოწვეული სქესობრივად მომწიფებული ქალის ორგანიზმში რიტმულად მიმდინარე ნერვულ-ენდოკრინული, ჰისტოვასკულარული ცვლილებებითა და საშვილოსნოს შეკუმშვით. გრძელდება სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე. არეგულირებს თავის ტვინის ქერქი და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები.
ციკლის ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია: 60%-ს 27-28-დღიანი აქვს, 30%-ს - 20-21-დღიანი, ხოლო 9-10%-ს - 30-35-დღიანი.
მოწიფული ქალის ორგანიზმში გამოიყოფა ციკლის ორი ფუნქციური ფაზა: პირველი - ფოლიკულური ანუ პოსტმენსტრუალური (მენსტრუაციის შემდგომი), როდესაც დიდი ოდენობით გამოიყოფა ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი FSH და მეორე - პროგესტერონული ანუ პრემენსტრუალური (მენსტრუაციამდელი), როდესაც ჭარბობს მალუთეინიზირებელი LH ჰორმონის გამოყოფა. ამ ორ ფაზას შორის მიჯნას კი წარმოადგენს ოვულაცია - მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის ფაზა, როდესაც ფოლიკულიდან გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუსკენ მიემართება. პირველი მენსტრუაცია, მენარქე, როგორც წესი, 10-12 წლის ასაკში იწყება. 15-16 წლის ასაკში დაწყებულ მენსტრუაციას დაგვიანებულს უწოდებენ.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა?
- სხვადასხვა მიზეზმა, მათ შორის - ორსულობამ, შარდსასქესო ორგანოების განუვითარებლობამ ან განვითარების მანკმა, საშვილოსნოს სიმსივნურმა ახალწარმონაქმნმა, ენდოკრინულმა, ნერვულ-ფსიქიკურმა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებებმა, ტრავმულმა
დაზიანებამ, არახელსაყრელმა ეკოლოგიურმა პირობებმა.

- რა სახით შეიძლება გამოვლინდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა?
- მენსტრუალური ფუნქციის დარღვევებია: პირველადი ამენორეა, მეორეული ამენორეა, ოლიგოამენორეა, პირველადი და მეორეული დისმენორეა, მენორაგია და პრემენსტრუალური (მენსტრუაციამდელი) სინდრომი. ამენორეა მენსტრუაციის არარსებობაა. გამოყოფენ მის ორ ტიპს - პირველადს და მეორეულს. პირველადია ამენორეა, როდესაც ქალს მენსტრუაცია არასოდეს ჰქონია. ამის მიზეზია გონადების დისგენეზია (ქრომოსომული ანომალია), ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევა (როგორც ორგანული, ასევე ფუნქციური წარმოშობისა), ანატომიური ანომალია - არაპერფორირებული საქალწულე აპკი. გოგონამ გამოკვლევა უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ:
16 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ მოსვლია მენარქე;
14 წლის ასაკში არ გამოვლენილა სქესობრივი მომწიფების ნიშნები - სარძევე ჯირკვლების ზრდა, სქესობრივი გათმიანება;
მეორეული სასქესო ნიშნების გამოვლენიდან 3 წლის განმავლობაში არ მოსვლია მენარქე;
ასაკთან შეუსაბამოა სიმაღლისა და წონის მაჩვენებელი.
ამ შემთხვევაში საჭიროა ექოსკოპიური, ქრომოსომული და ჰორმონული გამოკვლევა. მეორეული ამენორეაა მენსტრუაციის არარსებობა 6 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში ნორმალური ან დარღვეული მენსტრუალური ციკლის ფონზე. ის შეიძლება გამოწვეული იყოს: ორსულობით; სხეულის მასის დაკარგვით ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვით; საკვერცხეების პოლიკისტოზით; ნაადრევი მენოპაუზით; ჰიპერპროლაქტინემიით; ფსიქოემოციური დარღვევებით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა, FSH და LH ჰორმონების, ასევე TSH-ის, FT4-ის, პროლაქტინის გამოკვლევა, ექოსკოპიის ჩატარება ენდომეტრიუმის სისქისა და საკვერცხეების პოლიკისტოზის გამოსაკვლევად. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მენსტრუალური ციკლის არარსებობას, როდესაც მომატებულია პროლაქტინი და FSH (ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი).

იხილეთ მეტი
61871
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (34)
anamaria
2
23ნოემბერს მქონდა ციკლი, მიგრძელდება 6-7დღე, უკვე 28დეკემბერია და არ მომსვლია რისი ბრალი შეიძლება იყოს?
21:30 / 28-12-2019
Tamari
0
4shi tumqonda kontaqti da 19 sisxliani gamonadeni shaviferis shededebuli sheizleba orsuloba iyos?anramdenidgis
09:42 / 20-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?