რა სხვაობაა ეპილაციის სახეობებს შორის და როგორ შევარჩიოთ საუკეთესო
რა სხვაობაა ეპილაციის სახეობებს შორის და როგორ შევარჩიოთ საუკეთესო
სილამაზისკენ სწრაფვის სურვილი, ქალში გენეტიკურადაა ჩადებული. ისტორიკოსები და არქეოლოგები ადასტურებენ, რომ ქალები გარეგნობაზე უძველესი დროიდან მოყოლებული ზრუნავდნენ.
იყენებდნენ კოსმეტიკას და სხეულიდან არასასურველი თმის მოშორებასაც ცდილობდნენ. გლუვი კანის მოდა ევროპაში აღმოსავლეთიდან მოვიდა. უძველეს დროშიც, თმის მოცილება სხეულიდან ესთეტიკის და კარგი გემოვნების ნიშნად ითვლებოდა.

მრეწველობის განვითარებასთან ერთად, გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ქალებს საშუალებას აძლევს, სპეციალისტების დახმარებით ეფექტურად მოიშორონ სხეულიდან ზედმეტი თმა.

თმის მოცილების ყველა არსებული მეთოდი, ერთ პრინციპზეა დაფუძნებული - თმის ფოლიკულების განადგურება.
არასასურველი თმის სამუდამოდ მოსაშორებლად, აპარატურული კოსმეტოლოგიის გამოყენებაა საჭირო, რომლის
დროსაც, თმის ფოლიკულა სხვადასხვა სახის ენერგიის ზემოქმედების შედეგად ნადგურდება.

მინდა საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ და ლაზერული ეპილაციის ყველაზე გავრცელებული სახეობები მიმოვიხილო. ლაზერული ეპილაციით ხშირად მისარგებლია და ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ხარისხიანი კლინიკისა და გამოცდილი კოსმეტოლოგის შერჩევა. არაპროფესიონალი კოსმეტოლოგის, ან უხარისხო აპარატით სარგებლობის შემთხვევაში არსებობს შანსი, მიიღოთ დამწვრობა, ან პიგმენტური ლაქები. ამას გარდა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რომელი სახეობა რა შემთხვევებში უნდა აირჩიოთ და რომელია ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური.

როგორ მუშაობს ლაზერული ეპილაცია?

ლაზერის სხივი ათბობს თმას და ამასთან ერთად, ანადგურებს ფოლიკულას და იმ სისხლძარღვსაც, რომელიც მას კვებავს. პროცედურის შემდეგ, თმები კანის ზედაპირზე რჩება. ძალიან მნიშვნელოვანია, დაიცადოთ 2 კვირა. არ გამოიყენოთ ცვილი და დეპილატორი. თმა თავისით უნდა მოშორდეს
კანს.


წაიკითხეთ ასევე:
ჭარბთმიანობასთან ბრძოლა ორსულობის დროს - შეიძლება თუ არა ეპილაცია?



ალექსანდრიტი

სახელი - ქრომით გამდიდრებული ალექსანდრიტის კრისტალის გამოყენების გამო ჰქვია. იდეალურია ტუჩის ზედა არეში გამოსაყენებლად, მაგრამ არ არის რეკომენდებული გარუჯულ კანზე გაკეთება. ამ მეთოდს ღია ფერის კანის მქონე, მუქ თმიანმა ადამიანებმა უნდა მიმართონ. რაც უფრო მუქი და უხეშია თმა, მით უფრო შესამჩნევი იქნება ეფექტი. განაგრძეთ კითხვა



5022
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი