ალბათ ბევრი ინატრებდა ასეთ ქმარს... ავსტრალიელი ფიტნეს-ბლოგერი შარნი კიზერი 6 შვილის დედაა. სულ ცოტა ხნის წინ მას რცხვენოდა ბიკინის ჩაცმა, რადგან 6 ორსულობის შემდეგ სხეულზე მრავლობითი სტრიები დარჩა.
ეს საკითხი ბევრ ქალს აღელვებს და ბევრს უჩენს კომპლექსებს - მშობიარობის ნაწიბურები, სტრიები, მოშვებული მუცელი... შარნიც არ იყო გამონაკლისი.
"ყოველთვის ვფიქრობდი, რა აზრი აქვს აზრი ვარჯიშს, როდესაც მთელი სხეული სტრიებით გაქვს დაფარული. რად მინდა ლამაზი სხეული, თუ ვერასდროს ჩავიცვამ ბიკინს?" - იხსენებს შარნი.
როდესაც მეგობრები იკრიბებოდნენ, ის ან სამზარეულოში ტრიალებდა, ან იცვამდა გრძელ დიდ მაისურს. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან შემთხვევით მეუღლისა და მეგობრების საუბარი მოისმინა.
ქმარი ამბობდა, რომ სტრიები - დედის სიყვარულის სიმბოლოა. ამიტომ ამ ნიშნის არ უნდა რცხვენოდეს არც ერთ ქალს. სწორედ ამ მომენტში შარნი მიხვდა, რომ მცდარი შეხედულება ჰქონდა საკუთარ სხეულზე.
სტრიები ახსენებს მას, რომ იგი დედაა. 6 ბავშვის "დამსახურებაა" თითოეული სტრია. ქალი დაუბრუნდა ძველ ცხოვრებას და აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა.
ახლა შარნის აღარ რცხვენია ბიკინის ჩაცმა. უფრო მეტიც, ის ამაყობს და დემონსტრირებას უკეთებს თავის სხეულს. სულ არ აინტერესებს, რას იტყვის ხალხი. შარონის მეუღლემ შეძლო ეჩვენებინა მეუღლისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ახალგაზრდობაში. სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ნამდვილი მამაკაცი!