ის წმენდს ორგანიზმს, სამ დღეში 5 კილოგრამის დაკლების საშუალებას იძლევა დიეტამ, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, 1965 წლიდან დღემდე სერიოზული გამოცდა გაიარა. ის წმენდს ორგანიზმს, სამ დღეში 5 კილოგრამის დაკლების საშუალებას იძლევა; ამასთან, მატებს ენერგიას და უნიკალური მეტაბოლური რეაქციის წყალობით დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.
შემოთავაზებულ პროდუქტთა კომბინაციას ნამდვილად მაგიური ძალა აქვს: როგორც აღვნიშნეთ, ქმნის უნიკალურ მეტაბოლურ რეაქციას და ააქტიურებს ცხიმების წვას.
დიეტა სამდღიანია და მკაცრ რაციონს ითვალისწინებს. მთავარია, ზედმეტი არ ჭამოთ. ამასთან, არ ჭამოთ, თუ არ გშიათ, მაგრამ დიეტით გათვალისწინებული საუზმე, სადილი ან ვახშამი გიწევთ. დიეტის გამეორება შეგიძლიათ მხოლოდ 4-5 დღის შესვენების შემდეგ. დიეტის პროცესში ფიზიკური ვარჯიშები გათვალისწინებული არ არის.
პირველი დღე
საუზმე:
ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელის გამოყენებით, ნახევარი გრეიპფრუტი ან ნახევარი გრეიპფრუტის წვენი.
ერთი სადილის კოვზი არაქისის კარაქწასმული ერთი ნაჭერი გახუხული პური.
სადილი:
ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელით, ერთი ნაჭერი გახუხული პური. ცოტაოდენი თინუსი.
ვახშამი:
მცირეოდენი მწვანე ბარდა ან ლობიო, 100 გრამი ნებისმიერი მჭლე ხორცი ან წიწილა, 1 ვაშლი, 1-2 სტაფილო.
1 ჭიქა ვანილის ნაყინი.
მეორე დღე
საუზმე:
ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელით, 1 კვერცხი, 1 ნაჭერი გახუხული პური, ნახევარი ბანანი.
სადილი:
8 ცალი მარილიანი კრეკერი, ერთი მომცრო თეფში ხაჭო ან თინუსი.
ვახშამი:
2 სოსისი, ერთი მომცრო თეფში ბროკოლი ან სხვა კომბოსტო, ნახევარი ბანანი, 1-2 ცალი სტაფილო, ნახევარი ჭიქა ვანილის ნაყინი.
მესამე დღე
საუზმე:
ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელით, 5 ცალი ჩვეულებრივი კრეკერი, 1 ვაშლი, 30 გრამი ყველი.
სადილი:
ჩაი ან შავი ყავა შაქრის შემცვლელით, ერთი მოხარშული კვერცხი, ერთი ნაჭერი გახუხული პური.
იხილეთ გაგრძელება