ერთხელ მთელი წლის ნატვრა ამიხდა, გასაუბრებაზე დამიბარეს სასურველ კომპანიაში...
რატომღაც ქალები ფეხსაცმელს ორ კატეგორიად ყოფენ - გამოსასვლელი (ლამაზი, ელეგანტური, უმეტეს შემთხვევაში, მაღალქუსლიანი) და კომფორტული (ესპადრელები, ბოტასები ან სხვა ნებისმიერი სპორტული სტილის კედები).
ანალოგიური ვითარებაა, როცა საქმე ტანსაცმელს ან აქსესუარს ეხება. ბუნებრივია, საღამოს კაბით ჭურჭლის რეცხვა არაადეკვატურია და ვერც პიჟამას ჩავიცვამთ სამსახურში, ანუ არსებობს გარკვეული ნორმები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, მაგრამ ეთიკურად ჩაცმისთვის საჭირო დაუწერელი წესები ხშირ შემთხვევაში დოგმებში გვერევა ხოლმე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალი კომფორტულად მაშინ უნდა გრძნობდეს თავს, როცა ლამაზად გამოიყურება.
არ აქვს მნიშვნელობა, რა გაცვია, სპორტული ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თუ საღამოს კაბა, სამყარომ ქალად ყოფნის ბედნიერება გაჩუქა, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ვალდებული ხარ, ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდე.
ხანდახან ისე ხდება ხოლმე, რომ ვერ ვიკეთებთ სასურველ ვარცხნილობას. ზოგჯერ, სულაც რაოდენ დიდიც უნდა იყოს სურვილი, სამოსს ვერ ვუხამებთ ერთმანეთს და მნიშვნელოვან შეხვედრაზე, გასაუბრებაზე ან მეგობრებთან ერთად წვეულებაზე ასე უგემოვნოდ ჩაცმულებს გვიწევს წასვლა.
ერთხელ მთელი წლის ნატვრა ამიხდა, გასაუბრებაზე დამიბარეს სასურველ კომპანიაში, სადაც შეიძლება სულაც არ აინტერესებდათ, როგორ გამოვიყურებოდი, მაგრამ, როგორც ყველა ქალისთვის, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, შთამბეჭდავი ან მინიმუმ, სასიამოვნო შესახედი მაინც ვყოფილიყავი. თუმცა იმ დღეს მოვლენები ჩემი სურვილისამებრ არ განვითარდა და სახლიდან უბრალო შავი კაბით, მუქი ლურჯი მოსასხამითა და ასევე უბრალო შავი, დაბალძირიანი ,,შუზებით" გასვლა მომიწია. რა გაეწყობოდა? როგორც უნდა ყოფილიყო, პუნქტუალურობას უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევდნენ, ვიდრე ჩემს აქსესუარებსა და მაკიაჟს. დროის უქონლობის გამო იძულებული გავხდი, make up-ის გარეშე და უბრალოდ ჩაცმული წავსულიყავი. განაგრძეთ კითხვა