ბოლო პერიოდში მოზარდებში გავრცელებულია "კიბერ-ბულინგი". რა უნდა იცოდეს მშობელმა ამის შესახებ? ბოლო პერიოდში მოზარდებში გავრცელებულია "კიბერ-ბულინგი". რა უნდა იცოდეს მშობელმა ამის შესახებ?
თუ მუქარის ობიექტი თქვენი შვილია
პირველ რიგში დარწმუნდით იმაში, რომ მან იცის თქვენი თანადგომის შესახებ. აუხსენით, რომ ეს არ არის მისი ბრალი. არ შეეკითხოთ, თუ რა მოიმოქმედა მან ისეთი, რომ ასე მოექცნენ? ნუ აიძულებთ სოციალური ქსელის დახურვას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ მის ნდობას თქვენდამი.
რა მოვიმოქმედოთ?
1. არ უპასუხოთ.
2. დააკოპირეთ შეტყობინებები, როგორც დამამტკიცებელი საბუთი.
3. მონიშნული ადამიანი შეიყვანეთ შავ სიაში ან მიეცით იგნორი.
4. მიმართეთ სოციალური ქსელის ფორუმის ადმინისტრაციას განაცხადით აღნიშნული პირის ქმედების თაობაზე.
5. მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვმა იცოდეს თქვენი თანადგომის შესახებ.
6. ეცადეთ გაუძლიეროთ საკუთარი თავის რწმენა.
7. ხაზი გაუსვით იმას, რომ რაც მოხდა, მისი ბრალი არ არის.
8. არ აუკრძალოთ ინტერნეტით სარგებლობა.
9. დაფიქრდით ბავშთან ერთად, აცნობოთ თუ არა სკოლის ადმინისტრაციას, თუ საფრთხე სკოლიდან მოდის?
10. კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ დაელაპარაკოთ მოძალადე ბავშვის მშობელს, თუ ის ცნობილია თქვენთვის.
თუ თქვენი ბავშვი თავად ჩაგრავს სხვას...
ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს შვილს არ შეუძლია დაემუქროს ინტერნეტში ვინმეს. ბევრი ინტერნეტ-ხულიგნობა გამოწვეულია იმით, რომ ბავშვებს გონიათ, ეს ყველაფერი ანონიმურად შეიძლება ჩაიდინონ.
რა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში ბავშვის მშობელმა?
1. გარკვეული დროით აუკრძალეთ ინტერნეტითა და მობილურით სარგებლობა.
2. დააკავეთ რაიმე ოჯახისთვის სასარგებლო საქმიანობით. არ დაგავიწყდეთ გულწრფელად შექება. არ დაუბრუნდეთ თემას "მიხვდი, რაც დააშავე?"
3. წაახალისეთ, რათა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და ბოდში მოიხადოს სოციალურ ქსელში მუქარისთვის.