მოზარდებისთვის აკრძალვა და სასჯელი ყოვლად უშედეგოა - მეცნიერების ახალი დასკვნა
მოზარდებისთვის აკრძალვა და სასჯელი ყოვლად უშედეგოა - მეცნიერების ახალი დასკვნა
მეცნიერებმა ტვინის უჯრედების უახლესი კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რით აიხსნება მოზარდების მიდრეკილება რისკისადმი და რა განსაზღვრავს მათ მძაფრ რეაქციებს სასჯელზე.
აღმოჩნდა, რომ მოზარდები, განსაკუთრებით ბიჭები სწრაფად რეაგირებენ მუქარაზე და აზრი არ აქვს თხოვნას, იგნორირება გაუკეთონ მას. მოხალისეებს, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, სთხოვეს ყურადღება არ მიექციათ გამოსახულებისთვის, რომელიც მუქარას შეიცავდა. ამ დროის განმავლობაში სპეციალისტები მათ ტვინებს აკვირდებოდნენ და შენიშნეს, რომ ბავშვებისა და მოზრდილებისგან განსხვავებით, მოზარდები იმპულსურად რეაგირებდნენ ამ გამოსახულებებზე. განსაკუთრებით დამახასიათებელი აღმოჩნდა ეს
ბიჭებისთვის, რაც სპეციალისტებმა ემოციურ სისტემას დაუკავშირეს, რომელიც მოზარდობის პერიოდში მნიშვნელოვან რყევებს განიცდის.
მეორე კვლევით ტვინის აქტივობა აზარტული თამაშების დროს გაზომეს. დეტალურად შეისწავლეს ტვინის რეაქციები როგორც მცირე, ასევე მსხვილ წაგება-მოგებებზე. დასკვნებმა ცხადყო, რომ მოზარდობის ასაკში აკრძალვა და დასჯა ყოვლად უშედეგოა.

შეისწავლეს ასევე შიშისა და სახიფათო ვითარების გავლენა. კვლევის ავტორებმა მოზრდილ ვირთხებს გალიაში ელექტროშოკი მიაღებინეს. ამით ვირთხებს გალიის შიში გაუჩნდათ. მოზარდ ვირთხებსაც იგივე პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა შიში არ გასჩენიათ. სამაგიეროდ, როცა იგივე თავგვები წამოიზარდნენ, გალიის შიში შემდეგ გაუჩნდათ.

ეს კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რამდენად ფაქიზი, მგრძნობიარე და "ფეთქებადია" მოზარდების ნერვული სისტემა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად სწორად მიუდგებიან მას მშობლები, მასწავლებლები, საზოგადოება... ბავშვობიდანვე სწორი
აღზრდით თავიდან აიცილებთ იმ არაჯანსაღ მიდრეკილებებს, რომლებიც სწორედ ადრეულ ასაკში ჩნდება და თავს მოზარდობისას იჩენს. შვილი ყველა მშობლის მომავალია. მომავალს კი კარგი საფუძვლის ჩაყრა სჭირდება.
3319
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```