"ქართველი მშობელი ცდილობს თავისი შვილის ნაცვლად იცხოვროს"
"ქართველი მშობელი ცდილობს თავისი შვილის ნაცვლად იცხოვროს"
გარდატეხის ასაკში მოზარდების მიერ პროტესტისა და წინააღმდეგობის გამოხატვა უჩვეულო არცერთი მშობლისთვის არ არის, ხშირად ამ ასაკის მოზარდები რაღაცის დასამტკიცებლად ან საწინააღმდეგოდ ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. მსგავსი შემთხვევა ბოლო პერიოდში არაერთხელ მომხდარა.

როგორ უნდა აღკვეთონ ეს მშობლებმა და რა ფორმით უნდა მოახდინონ გარდატეხის ასაკში მყოფ შვილებთან კომუნიკაცია, ამის შესახებ Allnews.ge ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძეს ესაუბრა. 
ნეიროფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდეს პრობლემას ემპათიის არ ქონა, გრძნობებისგან დაცლა წარმოადგენს. ბავშვი, კი რომელიც ამ გარემოში
იზრდება, ნაკლებად შემწყნარებელია. გთავაზობთ ინტერვიუს თამარ გაგოშიძესთან:

- ბოლო პერიოდში მოზარდებს შორის სასტიკი დაპირისპირების არაერთი შემთხვევა ვიხილეთ, შესაბამისად, საზოგადოებას ბავშვების აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა გაუჩნდა. რა იწვევს მოზარდებში ძალადობას და როგორ უნდა ვებძროლოთ მას?
- მოზარდებსა და ზოგადად, სკოლის მოსწავლეებს შორის ძალადობის ფაქტები ყოველთვის ხშირი იყო და ზოგადად, ასეთი ჩაგვრითი დამოკიდებულებები, ძალიან პატარა ასაკში აგრესიული ქცევა, როდესაც ბავშვი ეგოცენტრულია და სასურველს ვერ იღებს, სწორედ აქედან იწყება. პატარა ბავშვებს, რომლებიც ეგოცენტრულები არიან, სურთ თავიანთი მეს დაკმაყოფილება, რაც ნორმალური განვითარების პროცესია, გარე სამყაროს მიმართ ძალადობრივი ან არაძალადობრივი დამოკიდებულება სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება, გააჩნია
გარემო ხელს რომელ პროცესებს შეუწყობს. ამაზე გენეტიკა და ტემპერამენტიც მოქმედებს, მაგრამ გარემო ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება გარდატეხის ასაკს, ძალადობრივი ქმედებები შეიძლება, ბავშვმა ბევრი მიზეზის, ჰორმონალური ცვლილებების, ზოგადად, ასაკობრივი კრიზისის, დამოკიდებულებების ცვლილებებისა და ავტორიტეტების ნგრევის გამო ჩაიდინოს. ამ ასაკში მოზარდი ხდება რისკიანი, ბევრად უფრო უხეში, ვერ უგებს საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებს და შესაბამისად, სარისკო ქცევების ხარისხიც იზრდება. ეს ნორმალური განვითარების ჩვეულებრივი ტრაექტორიაა, მაგრამ მას აქვს თავისი სოციალური და პედაგოგიური ჩარჩო, რომელიც თუ არ არსებობს, გარშემო შესაბამისი მოვლენები ვითარდება.

- როგორი უნდა იყოს ბავშვების მიმართ ოჯახში დამოკიდებულება, როგორც გადატეხისა, ისე მცირე ასაკში, როცა ის ეგოცენტრულია?
- სხვადსხვა ასაკს განსხვავებული ჩარჩო და მიდგომა აქვს, ამიტომ მის მიმართ დამოკიდებულება და პედაგოგიური მიდგომა შესაბამისი ანუ მიზნობრივი უნდა იყოს. მაგალითად, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის ავტორიტეტს და სხვა მნიშვნელოვანი უფროსის დამოკიდებულებას. 6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის წამყვანი გარემოსადმი აქტიური შემეცნებითი დამოკიდებულება და შეგძნებისა და მოძრაობების განვითარებაა. აქ მშობელს შესაბამისი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ამ ასაკში შეიძლება, ბავშვს თავისუფალი ნება შევუზღუდოთ, ამ პერიოდში ბავშვის ტვინი ისე ვითარდება, რომ მას იმპულსის შეკავების, გადავადებისა და სწავლისთვის გარკვეული ჩარჩო სჭირდება, რადგან ნებელობა სხვანაირად არ ყალიბდება. ბავშვმა, რომელიც მოთხოვნილებებზეა ორიენტირებული, ოდესღაც ნებისყოფის გადავადება და იმპულსის შეკავება უნდა ისწავლოს. თუ ჩვენ ამას ბავშვის განვითარებაში არ შევიტანთ, ის ამას ვერ ისწავლის. რას ნიშნავს ეს: კანფეტი რომ უნდა ახლა და აქ, ეუბნები, რომ 5 წუთის შემდეგ მისცემ და ეს ხდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

4747
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?