როგორ ოჯახებში იზრდებიან "ხულიგნები" - ფსიქოლოგის მოსაზრება
როგორ ოჯახებში იზრდებიან "ხულიგნები" - ფსიქოლოგის მოსაზრება
რატომ ხდებიან მოზარდები "რთულები" და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს? გვიყვება ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი, საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი ელენა ივანოვა.

მოზარდის ასაკი იწყება სქესობრივი მომწიფებიდან (11-12 წელი) და გრძელდება დაახლოებით 18 წლამდე. ეს არის საკუთარი თავის ძიების და ახალი მეგობრების შეძენის დრო. მშობლები გადადიან მეორე ფლანგზე, ჩნდებიან ახალი ავტორიტეტები ოჯახს გარეთ: პოპულარული თანაკლასელები, ბლოგერები, მომღერლები.

თუ ბავშვი იზრდებოდა ოჯახში, სადაც გაუთავებელი კონფლიქტები იყო, დიდი ალბათობით, მოზარდს დაეწყება კონფლიქტი მშობლებთან. ამ პერიოდში მოზარდი
შეიძლება შევადაროთ ჭუპრს, რომლისგანაც უნდა გამოიჩეკოს პეპელა. ის ძალიან ეჭვიანი ხდება და ამ პერიოდის გადასატანად, საჭიროა მშობლების თანადგომა.

1. შეიძლება მოზარდობის პერიოდმა კრიზისისა და ბუნტის გარეშე ჩაიაროს?

რა თქმა უნდა, არსებობენ ოჯახები, რომლებიც ჩხუბისა და კრიზისის გარეშე თანაცხოვრობენ. ეს ხდება ისეთ ოჯახებში, სადაც ოჯახის წევრები პატივს სცემენ ერთმანეთს. თუ დაბადებიდან 5-7 წლამდე ბავშვს არ ჰქონია დარღვევები განვითარებაში და მშობლებთან ურთიერთობაში, მაშინ მოზარდი ოჯახს აღიქვამს უსაფრთხოების თავშესაფარად.

2. "ხულიგნები" მხოლოდ ასოციალურ ოჯახებში იზრდებიან?

ჩვენი ფონდის გამოკვლევების თანახმად, პირველ ადგილზეა მოზარდები, რომელთაც მძიმე სოციალური პირობები აქვთ, მეორე ადგილზე - განქორწინებული მშობლები და ალკოჰოლიზმი, მესამეზე - დედასთან ემოციური კონტაქტის არარსებობა - დედის ავადმყოფობის ან სიკვდილის გამო და ასევე
პატარაობაში დედის მხრიდან დამცირების ატანა.
როდესაც მოზარდი ოჯახში კომფორტულად ცხოვრობს, ის აღარ ხარჯავს დროს ოჯახურ კონფლიქტებში. მან თავისი დრო შეიძლება დაუთმოს სწავლას, მეგობრებს და სხვადასხვა განმავითარებელ წრეს.

3. ფულის მოპარვა - ესეც მოზარდობის ასაკის გამოვლინებაა?

მოზარდობის ასაკის კრიზისი ხასიათდება იმპულსურობით, პროტესტული ქცევებით. მაგ: აგრესია სხვების მიმართ ან მისთვის პოტენციურად საშიში საქმიანობით: სახურავებზე ძრომიალი, ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება, სახლიდან გაქცევები, თვითდაზიანებები (ტატუირება, კანზე განაკვეთები), ქურდობა.
ქურდობა წარმოადგენს ბავშვის შინაგან პრობლემას და ნდობის დაკარგვას ოჯახში. ძირთადად ის გამოვლინდება 7 წლის ასაკში და ღრმავდება არასასურველი შინაგანი და გარეგანი ფაქტორებით. ეს ქმედება უწყინარი ბავშვური სიცელქიდან ისეთ ქცევაში გადაიზრდება, რომელთანაც გამკლავება მოზარდს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია.
ქურდობა - არის მოზარდის "გამოძახილი დახმარებაზე", რომელიც მშობლებმა უნდა გაიგონ და დასახმარებლად მიმართონ სპეციალისტს.

4. სასტიკი მოზარდები - მშობლები არიან დამნაშავეები?

ახლა ბევრს საუბრობენ მოზარდების სისასტიკეზე. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ბავშვი სადისტად არ იბადება. მოზარდის აგრესია - ხშირად საპასუხო რეაქციაა დამცირებაზე, სასტიკ მიმართვაზე, ძალადობაზე - მის საკუთარ ოჯახში. თუ ოჯახში ძალადობაა, მაშინ მოზარდი აგრესიულად მოიქცევა საზოგადოებრივ ადგილებშიც.

5. რატომ იწყებს მოწევას მოზარდი არამწეველი მშობლების ოჯახში?

მოწევა არის მიბაძვითი საქციელი უფროსებისადმი. ფანტაზია, რომ სიგარეტით ავტომატურად გახდები დიდი. თუ უფრო ჩავუღრმავდებით მოწევის მიზეზებს, ეს იქნება: კონფლიქტები, შიშები, შფოთვები, რომელსაც მოზარდი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. ამ შემთხვევაში მოწევა ხდება თვითდამშვიდების საშუალება.


"ბევრი მოზარდი ცხოვრობს სქესობრივად და მალავს ამას" - რისი თქმა სურთ გინეკოლოგებს მშობლებისთვის

6. როგორ განვასხვავოთ მოზარდობეს სიზარმაცე დეპრესიისაგან?

ზოგჯერ მშობლები ამბობენ: "ჩემი ბავშვი ზარმაცობს, არაფერი არ უნდა, არადა წინ გამოცდებია. ნუთუ არ ესმის, რომ ამაზეა დამოკიდებული მისი მომავალი?" შეიძლება მშობლების მდგომარეობაში შესვლა, ისინი ნერვიულობენ, რომ მათი შვილი ვერ მოხვდება უნივერსიტეტში.
მაგრამ სწავლაში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა. დეპრესია კი - ავადმყოფობაა, რომელიც დამახასიათებელია მოზარდისთვის. ყურადღებით მოეკიდეთ ბავშვის ჩივილებს სისუსტესა და ადვილად დაღლაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე უარის თქმაზე, სუიციდურ აზრებზე. თუ ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, აუცილებელია ფსიქიატრთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს მოზარდის კლინიკური დეპრესია.

7. როგორ გადავწიოთ ბავშვის სქესობრივი ურთიერთობა ინსტიტუტამდე მაინც?

დღეს მოზარდების სქესობრივი მომწიფება ხდება ნაადრევად, ვიდრე ეს იყო ადრე. მოზარდის ფსიქოლოგიური მომწიფება არ შეესაბამება ფიზიკურ განვითარებას, ეს კი ხდება 18-20 წლის ასაკში. ნაადრევი სქესობრივი ურთიერთობები მოზარდებში - არ არის მომწიფებული სქესობრივი ურთიერთობები. ეს არის ძიება უპირობო სიყვარულისა. ისეთის, როგორი სიყვარულითაც უყვარს დედას თავისი შვილი. ისინი საუბრობენ სიყვარულის დეფიციტზე ოჯახში. მხოლოდ ნდობით აღჭურვილი ურთიერთობები ოჯახში იძლევა საშუალებას სექსუალური ურთიერთობის გადავადებისა.


გარდატეხის ასაკის 5 საყურადღებო ნიშანი, რაც მშობელს არ უნდა გამორჩეს


8. როგორ მივხვდე, რომ ბავშვს ვუყვარვარ და არ ვეზიზღები?

ბავშვს უყვარს თავისი მშობლები. სიყვარული ხომ საბაზისო მოთხოვნილებაა. მაგრამ ახლა მას გარდატეხის ასაკი აქვს, მისთვის მნიშვნელოვანია გამოყოფა, რათა იცხოვროს თავისი ცხოვრებით. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დედა და მამა აღარ არის საჭირო. პირიქით, ამ პერიოდში მშობლები ისევე საჭიროა, როგორც 1 წლის ბავშვისთვის - როდესაც ის სიარულს სწავლობს. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა ხელი არ აქვთ ჩაკიდებული მასზე. უბრალოდ გვერდით არიან და აძლევენ შეცდომისა და არჩავანის საშუალებას. დაუჯერეთ თქვენს ბავშვს. თუ ძალიან გულს გტკენთ მისი ქცევა, დაფიქრდით, რატომ ხდება ასე? მოზარდები არიან ბავშვები, რომლებიც უბრალოდ უნდა გიყვარდეთ. მიიღეთ ისეთი თქვენი შვილი, როგორიც არის. იყავით მის მხარეს. ნუ წაუკითხავთ მორალს და ნუ გარიყავთ თქვენგან.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ
9321
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
თეიკო
0
კარგად მესმის გარდატეხის ასაკის სირთულეები თუმცა მშობლებსაც ხომ გვაქვს ჩვენი პრობლემები რომლებიც გამოწვეულია ეკონომიკური უსუსურობით?. ამ დროს კი ოჯახში 3 სხვა და სხვა ასაკის ბავშვია და ყველას თავისებური მიდგომა უნდა.თუმცა ერთი კი აქვთ საერთო, არც ერთს არაფერი არ უნდა. სკოლა არ უნდათ, სწავლა არ უნდათ, არანაირი წრე არ უნდათ, მხოლოდ გართობა, მიწერ-მოწერა სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა გაჯეტები, და საჩუქრები. მამა დაღამებამდე გასულია და მხოლოდ დედის კისერზე ტყდება ყველაჯოხი. პრობლემა არ არის ოჯახში. პრობლემა სახელმწიფოს არასწორ მართვაშია. განათლების სფეროშია. სკოლაში არ იცელქონ, გარეთ მეხობლები წუხდებიან და ნუ ხმაურობთ, სახლში ნუ დარბიხართ და ნუ ჩხუბობთ, სპორტულ წრეებს ვერ მიეკარები თუ ერთ ბავშვზე მეტი არ გყავს და კარგი შემოსავალი არ აქვს ოჯახს. მოკლედ გასკდა თავი ამდენ რამეზე დარდით. სწავლა თუ არ უნდა ნუ დააძალებთო იძახიან და აბა რა უნდა ქნას მშობელმა რომლის პირველი, მეორე კლასის მოსწავლეც აპროტესტებს სწავლას?. არ უნდა და თუ გინდა მოკალი. რამეს დააძალებ და 112 ში დარეკვით ემუქრებიან ბავშვები თავიანთ მშობლებს. სრული საგიჟეთია და მშობელმა როგორ გაუმკლავდეს ამდენს? ამაზეც დაწერეთ რამე.
10:18 / 14-11-2019
tatia
0
არადა, უზრუნველყოფილი ოჯახის შვილები არიან ნარკომომხმარებლებიც, კაზინოდამოკიდებულებიც, "ბლატნოებიც" და მერე რა მოსდევს ამას კიდე... ძაან კარგად იცით. ასეთი რეალობა უფროა ჩემს ირგვლივ
11:06 / 23-01-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?