"აი, რას ნიშნავს "უკვე დიდი ვარ" - ჭკუის სასწავლებელი წერილი მოზრდილ ვაჟიშვილს დედისგან
"აი, რას ნიშნავს "უკვე დიდი ვარ" - ჭკუის სასწავლებელი წერილი მოზრდილ ვაჟიშვილს დედისგან
1 / 2
Next
გარდატეხის ასაკი ყველაზე რთული პერიოდია ბავშვისთვისაც და მისი მშობლისთვისაც. საკუთარი შვილი გვეჩვენება ყველაზე მოურჯულებელ, უკმეხ და აგრესიულ არსებად. ისინი ითხოვენ დამოუკიდებლობას და ნდობას, რომელსაც ყოველთვის ვერ ამართლებენ. ამ ქალბატონმა გაიგო, რომ მისი 13 წლის შვილი ატყუებდა, როცა ეუბნებოდა, საშინაო დავალებას ვწერო.
სკანდალის მოწყობის ნაცვლად მან შვილისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა
13 წლის აარონი YouTube-ზე საკუთარი არხით აკეთებდა ჯიბის ფულს. როგორც კი ფული გაუჩნდა, თავი დამოუკიდებელ პიროვნებად იგრძნო და დედას აბუჩად დაუწყო
ლაპარაკი. ატყუებდა, რომ საშინაო დავალებებს ასრულებდა. როცა დედამ ტყუილში ამხილა, შვილმა განუცხადა, რომ მას უკვე აქვს სამსახური, არ სჭირდება სკოლა და საკმაოდ დამოუკიდებელიცაა.
დედამ წერილი დაუწერა და მისი ოთახის კარზე მიამაგრა.
მისი შინაარსისა და გულისტკივილის გამხელას მხოლოდ მეგობრებისთვის აპირებდა, მაგრამ ის მაინც მოხვდა "ფეისბუქზე" და საჯარო გახდა. პოსტს ასობით ათასი ადამიანი გამოეხმაურა.

"ძვირფასო აარონ, მგონია, დაგავიწყდა, რომ მხოლოდ 13 წლის ხარ და რომ მე ჯერ კიდევ დედაშენი ვარ. მაგრამ თუ ასე გსურს დამოუკიდებლობა, ვფიქრობ, ეს დამოუკიდებლობის გაკვეთილი წაგადგება! როგორც გამომიცხადე, ახლა თავად გამოიმუშავებ ფულს, ასე, რომ არ გაგიჭირდება იმ ტექნიკის ყიდვა, რომელსაც იყენებ და რომელიც ოდესღაც მე გიყიდე. თუ გსურს, შენს ოთახში იყოს
ინტერნეტი და შუქი, კომუნალურების გადახდა მოგიწევს:
  • ოთახი - 430 დოლარი;
  • ელექტროენერგიის გადასახადი - 116 დოლარი;
  • ინტერნეტი - 21 დოლარი;
  • საკვები - 150 დოლარი.
გარდა ამისა, შენ მოგიწევს ოთახის მტვერსასრუტით დალაგება და ნაგვის გატანა ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. აგრეთვე, სისუფთავის შენარჩუნებაა სააბაზანოში, შენთვის საკვების მომზადება და შენი ნივთების მილაგება. ყოველთვის, როცა ამ დავალებებს შეასრულებ, 30 დოლარს გამოგიქვითავ. იფიქრე, რომ ეს დამლაგებლის გადასახადია.
როცა გადაწყვეტ, რომ კვლავ ჩემ შვილად გსურს დარჩენა და არა მეზობლად, ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ პირობებს. სიყვარულით, დედა".


წერილის დანახვაზე შვილი განრისხდა, წერილი დახია და სახლიდან გავარდა.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
5702
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```