ამ წერილის ჩვენებაას მხოლოდ მეგობრებისთვის აპირებდა, მაგრამ ის მაინც მოხვდა ფეიბუქზე
გარდატეხის ასაკი ყველაზე რთული პერიოდია ბავშვისთვისაც და მისი მშობლისთვისაც. საკუთარი შვილი გვეჩვენება ყველაზე მოურჯულებელ, უკმეხ და აგრესიულ არსებად. ისინი ითხოვენ დამოუკიდებლობას და ნდობას, რომელსაც ყოველთვის ვერ ამართლებენ. ამ ქალბატონმა გაიგო, რომ მისი 13 წლის შვილი ატყუებდა, როცა ეუბნებოდა, საშინაო დავალებას ვწერო.
სკანდალის მოწყობის ნაცვლად მან შვილისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა
13 წლის აარონი YouTube-ზე საკუთარი არხით აკეთებდა ჯიბის ფულს. როგორც კი ფული გაუჩნდა, თავი დამოუკიდებელ პიროვნებად იგრძნო და დედას აბუჩად დაუწყო ლაპარაკი. ატყუებდა, რომ საშინაო დავალებებს ასრულებდა. როცა დედამ ტყუილში ამხილა, შვილმა განუცხადა, რომ მას უკვე აქვს სამსახური, არ სჭირდება სკოლა და საკმაოდ დამოუკიდებელიცაა.
დედამ წერილი დაუწერა და მისი ოთახის კარზე მიამაგრა.
მისი შინაარსისა და გულისტკივილის გამხელას მხოლოდ მეგობრებისთვის აპირებდა, მაგრამ ის მაინც მოხვდა "ფეისბუქზე" და საჯარო გახდა. პოსტს ასობით ათასი ადამიანი გამოეხმაურა.
"ძვირფასო აარონ, მგონია, დაგავიწყდა, რომ მხოლოდ 13 წლის ხარ და რომ მე ჯერ კიდევ დედაშენი ვარ. მაგრამ თუ ასე გსურს დამოუკიდებლობა, ვფიქრობ, ეს დამოუკიდებლობის გაკვეთილი წაგადგება! როგორც გამომიცხადე, ახლა თავად გამოიმუშავებ ფულს, ასე, რომ არ გაგიჭირდება იმ ტექნიკის ყიდვა, რომელსაც იყენებ და რომელიც ოდესღაც მე გიყიდე. თუ გსურს, შენს ოთახში იყოს ინტერნეტი და შუქი, კომუნალურების გადახდა მოგიწევს:
ოთახი - 430 დოლარი; ელექტროენერგიის გადასახადი - 116 დოლარი; ინტერნეტი - 21 დოლარი; საკვები - 150 დოლარი. გარდა ამისა, შენ მოგიწევს ოთახის მტვერსასრუტით დალაგება და ნაგვის გატანა ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. აგრეთვე, სისუფთავის შენარჩუნებაა სააბაზანოში, შენთვის საკვების მომზადება და შენი ნივთების მილაგება. ყოველთვის, როცა ამ დავალებებს შეასრულებ, 30 დოლარს გამოგიქვითავ. იფიქრე, რომ ეს დამლაგებლის გადასახადია.
როცა გადაწყვეტ, რომ კვლავ ჩემ შვილად გსურს დარჩენა და არა მეზობლად, ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ პირობებს. სიყვარულით, დედა".
წერილის დანახვაზე შვილი განრისხდა, წერილი დახია და სახლიდან გავარდა.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
დედამ არ შეაჩერა. ის მიხვდა, რომ მის შვილს ემოციებთან გამკლავება სურდა. როცა დაწყნარდა, შინ დაბრუნდა, დედას დაუბრუნა ყველა მისი ნაყიდი ნივთი, რათა შემდეგ გამოესყიდა ისინი. დედა-შვილმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელშიც ორივეს უფლებები და ვალდებულებები იყო გაწერილი.
ბავშვები სწრაფად იზრდებიან და იმაზე ადრე ხდებიან უფროსები, ვიდრე ჩვენ ვართ მზად მათ მისაღებად. თუმცა, მნიშვნელოვანია, მივახვედროთ, რას ნიშნავს სინამდვილეში „უკვე დიდი ვარ“ და როგორია, პრობლემებთან პირისპირ დარჩენა.
დედის მეთოდმა გაამართლა. მან სწორად მიახვედრა შვილი, რომ დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობასა და ვალდებულებასაც გულისხმობს.