რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს შვილის პირველ სასიყვარულო ურთიერთობებზე და როგორ დაიცვას ნაადრევი ქორწინებისგან - ფსიქოლოგის რჩევები
რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს შვილის პირველ სასიყვარულო ურთიერთობებზე და როგორ დაიცვას ნაადრევი ქორწინებისგან - ფსიქოლოგის რჩევები
როდესაც ბავშვი იწყებს სასიყვარულო ურთიერთობას, უჩნდება პირველი შეყვარებული, ხშირად ისეთი - რომელიც მშობელს ძალიან არ მოსწონს და ხედავს საფრთხეებს, რა უნდა ქნას ამ დროს? როგორ და ვინ უნდა ესაუბროს შვილებს სქესობრივი განათლების საკითხებზე და დაცვაზე? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია? - ამ ყველაფერზე ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე გვესაუბრება.

- როგორ უნდა ჩაერიოს ან თუ უნდა ჩაერიოს მშობელი შვილის სასიყვარულო ურთიერთობაში, როცა ხედავს, რომ მათი ინტერესები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან?

- როცა

ვიცით, რომ სიყვარული სენსიტიურის გარდა, არის ძალიან მაგარი განცდა, უმჯობესი იქნება, ჩვენ მხარი დავუჭიროთ ამ სიყვარულს. ბავშვთან ერთად განვიცდიდეთ და გვიხაროდეს. სამწუხაროდ, ისე ხდება ხოლმე, რომ ყოველთვის პირველ ჯერზე ვერ ვპოულოთ იმას, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება ვიქნებით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახლა კარგად ხარ. შეგვიძლია ჩვენს შვილს თავიდანვე ჩვენ არ გავუჩინოთ ეჭვები, დროში თავისით გამოვლინდება ურთიერთობისას. მაგრამ, პირველ ეტაპზე იყოს მიღება. დღესვე ქორწინება უნდათ 15 წლის ბავშვებს? - ამაზე სიყვარულით გამეცინება და ვეტყვი, რომ რა შუაშია ქორწინება, ვისწავლოთ, გავიზ
არდოთ ერთად, გიხაროდეთ ერთმანეთი და გიხაროდეთ ცხოვრება. ვუთხრათ, რომ ჩვენც გავიცნობთ მის შეყვარებულს, მშობლებს და ბავშვს ეცოდინება, რომ მას არ აქვს საბრძოლველი, რომ ერთმანეთს არ დააშორონ და ამიტომ სასწრაფოდ არ იქორწინონ. ამ ურთიერთობაში მერე გამოვლინდება, მართლა უნდათ ერთად ყოფნა თუ არა. ამის თავიდანვე აკრძალვა საცოდაობაა. სანამ თვითონ არ დაინახავს, რატომ არ უღირს ეს ურთიერთობა, ჩემიდან აკრძალული ძალიან ცუდად დაბლოკილი იქნება. მე მასთან მეგობრობის უნარს მაკარგვინებს, ამას ავტომატურად მოჰყვება ის, რომ ყველაფერს ღირებულსა და მნიშვნელოვანს დამიმალავს და ბევრად უფრო ცუდი რამ შეიძლება მოხდეს მის ცხოვრებაში და მე ამაზე წარმოდგენა აღარ მექნება, პულსზე ვეღარ მექნება ხელი დადებული.
მთავარია ბავშვებს ვასწავლოთ, რომ ისინი არ არიან წინასწარმეტყველები და ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ საკუთარ თავს. წიგნის წაკითხვა რომ გაქვს დაწყებული და 700-გვერდიანი წიგნის 35-ე გვერდზე ხარ დღეს, შეგიძლია თქვა, რომ ამ წიგნს ბოლომდე იცნობ და ეს იდეალურია და ყველაფერს ეთანხმები? - არა. ჯერჯერობით რასაც კითხულობ, მოგწონს? კარგია? - მაშინ განაგრძე. მთავარია ჩვენ ვიმეგობროთ, კარგად გავუგოთ ერთმანეთს.
ბავშვებს ინტიმური ურთიერთობა ექნებათ, მერე ნაადრევი ორსულობა, აბორტზე ფიქრი - ამ შიშებში რომ არის მშობელი, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა. თუმცა, შიში არის საფუძვლიანი, მაგრამ საშიშროება რომ გავანეიტრალოთ ამისთვის გვინდა მეგობრული ურთიერთობა და მეგობრობაში იმის ახსნა, რომ წინასწარმეტყველი არ არის, საკმარისად არ იცის და რაც იცის, ეს არის ჯერჯერობით საკმარისი.


- რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი აღზრდა და რა ასაკში ვინ უნდა ესაუბრებოდეს ბავშვებს ამ თემაზე?

- ჩვენს რეალობას უნდა შევხედოთ. რამდენი აბორტი კეთდება, ამას მედია ყოველთვის არ აშუქებს. აბორტამდე არმისული, მაგრამ გაუბედურებული ბავშვები დანაშაულის განცდით რომ ცხოვრობენ და ოჯახში საშინლად დამძიმებული სულიერი ატმოსფერო რომაა, ამას არ აშუქებენ და სტატისტიკისა და კვლევების მიხედვით, მართლა საგანგაშო მდგომარეობაა. მშობლები, ჩვენ, ვფიქრობთ წინა თაობების ზღაპრებზე და რეალობაში კოშმარია და ამ კოშმარს თუ თვალი არ გავუსწორეთ, პრობლემა დარჩება პრობლემად.

ვინ უნდა ასწავლოს და ესაუბროს ბავშვს ამ თემაზე? - რა თქმა უნდა, სპეციალისტი, ანუ ამ თემებში კარგად მომზადებული, გაწვრთნილი და იმ პროგრამით მომზადებული, რასაც მიიღებს საბოლოოდ საზოგადოება. საზოგადოება როცა გააცნობიერებს პრობლემის სიღრმესა და სიმწვავეს, უკვე აღარ გააპროტესტებს თუნდაც სქესობრივი აღზრდის სასკოლო სწავლებას. იყო ასეთი გამოკითხვა: "უნდა ვკითხოთ თუ არა მშობელს, იყოს თუ არა სექსუალური სწავლება სკოლაში?“ უმრავლესობა ამბობს, რომ უნდა შევეკითხოთ. მაშინ დგას საკითხი, რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს გეოგრაფია? განათლების სამინისტრომ ჩათვალა, რომ საჭიროა? მშობელს, მე თუ მკითხავთ, აღარ უნდა ვკითხოთ, იმიტომ, რომ მშობელმა არ იცის. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მომავალ თაობაზე. მშობლებს ვატერორებთ ამით, მათ კატასტროფის განცდა აქვთ? - მაშინ უკვე გვიწევს კაპიტულაცია, წინსვლაზე უარის თქმა, პრობლემის მოგვარებაზე უარის თქმა ისევე, როგორც ერთ-ერთი რელიგიური მიმდინარეობის შემთხვევაში სისხლის გადასხმაზე ამბობენ უარს, როდესაც ამ სისხლის გადასხმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ბავშვს აქვს ბევრი უფლება და მათ შორის დაცულობის უფლებაც. იმ დაცულობის, სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით გაუნათლებლობის გამო არასასურველი შედეგები რომ დადგება. ასე რომ, ბავშვის ჯანსაღი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეს ამ შემთხვევაში სახელმწიფო და არა მშობლის. მნიშვნელოვანია მშობლის ინფორმირება რა ხდება, რა რეალობა გვაქვს და ეს რეალობა რატომ აყენებს ამ საკითხს. ბავშვმა იცის დაცული სექსუალური ურთიერთობის შესახებ ან არ იცის. ხშირად ეს არცოდნა მთავრდება ორსულობით. არჩევანი რა მაქვს, ასე მოხდეს დაცულად, თუ ისე, იმ შედეგებით? მესამე გზა არ არსებობს, მაშინ უნდა ჩაკეტო სახლში და ეს კიდევ უფრო მძიმეა. რაც უფრო მეტი აქცენტია გაკეთებული განათლებაზე, იქ გაცილებით უფრო ნაკლებია ინტერესი სქესობრივ ურთიერთობაზე. ბევრად უფრო მარტივად შეუძლია ბავშვს ინტერესების გადანაწილება სხვა რაღაცებში. რაც უფრო ნაკლებადაა ის ჩართული სწავლაში, სპორტულ აქტივობებში, ხელოვნებაში, მეტი არის შინაგანი მოთხოვნილება სხვა სიამოვნების, ეს იქნება აზარტული თამაში, იქნება ნარკოტიკი თუ იქნება ინტიმური ურთიერთობა. ამიტომაა განათლება ზოგადად აუცილებელი. "ფეხი არ მოიცვალო, სანამ არ დაამთავრებ და თავაღებული არ გნახო“, ამ მეთოდით კი არა, არამედ სიხარულით სწავლაა მნიშვნელოვანი, სიხარულით თამაში და როცა ვაცნობიერებთ ერთი მხრივ საჭიროებას, მეორე მხრივ პრობლემას, როცა თვალს უსწორებ, ყველაფერი ლაგდება. არ უნდა დაგვეზაროს ამის დალაგება, არ უნდა დაგვეზაროს პრობლემისთვის თვალის გასწორება და უაზრო კინკლაობასა და ქიშპში არ უნდა დავხარჯოთ ის დრო, თორე ამ დროში ის საშინელი შედეგები დგება, რაც უკვე ვთქვი.


- დაბოლოს, როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვი ძალადობისაგან?

- პირველ რიგში, უნდა იზრუნოს, რომ ბავშვი იყოს თავდაჯერებული, მშვიდი, ლაღი. რაც უფრო ლაღი და თავისუფალი იქნება, მით უფრო ნაკლებად იქნება, ფსიქოლოგიური გაგებით, მსხვერპლი. შეიძლება ადეკვატური და იდეალური რეაგირება ვერ მოახდინოს, მაგრამ თვითონ საკმარისად დაცულად იგრძნობს თავს და ეს არის ჩვენთვის უმთავრესი ამოცანა. ამ შინაგან თავისუფლებაში ბევრად უფრო მარტივად იპოვის ოპტიმალურ გზებსა და საშუალებებს, ვიდრე დათრგუნულობისა და შეშინებულობის შემთხვევაში. რაც შეეხება, ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას, არიან მშობლები, რომლებიც შვილებს ძალადობაზე ძალადობას ასწავლიან ან პირიქით. ორივეს თავისი მინუსი აქვს. არიან მოძალადეები, რომლებსაც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ან არ უნდა გავუწიოთ. ავტორიტარი არ უნდა იყოს მშობელი, მაგრამ მეგობრულ ურთიერთობაში თან ავტორიტეტი რომ არის, ესაა საუკეთესო ვარიანტი და ეიმედება ბავშვს განსაკუთრებულ შემთხვევებში. ერთი პასუხი იმაზე, ბავშვმა გაუწიოს თუ არა წინააღმდეგობა მოძალადეს, არ არსებობს, კონტექსტს გააჩნია. როცა რაღაც მოხდება, ბავშვი სპონტანურად იქცევა და მერე გადახედავს მშობელი მის ქცევას. ვინ იყო მოძალადე, რა გარემოში მოხდა, რატომ, ამ ყველაფერს გაიაზრებენ და მერე უკვე მიიღებენ გადაწყვეტილებას. შეიძლება სკოლის ფსიქოლოგი ჩართონ ან სხვა სპეცილისტი. დროულ ჩართვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ არ ამბობენ და მშობელი ვერ ხვდება, რომ ბულინგის მსხვერპლია ბავშვი და კატასტროფულ შედეგებამდე მივდივართ, ზოგჯერ სუიციდამდეც კი. სუიციდური აზრები კი ძალიან ხშირია ბავშვობის ასაკში, როცა რაიმესადმი პროტესტი უჩნდებათ. ეს რომ არ იყოს, ყურადღება გვჭირდება. უკვე მით უმეტეს თუ თქვა ბავშვმა, განგაში კი არ უნდა ატეხონ მშობლებმა, ამას სჭირდება ზრუნვა და დაგეგმვა ერთობლივად, რას ფიქრობენ ბავშვი და მშობელი, ან შეიძლება სკოლის ფსიქოლოგი და დამრიგებელიც ჩავრთოთ. დამრიგებელს ჩავრთავთ ვიღაცისთვის ყურის ასაწევად კი არა, არამედ მოსაფიქრებლად, დასარეგულირებლად და ბავშვების კვლავ დასაახლოებლად.

თამარ იაკობაშვილი
1782
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?