"შეწყვიტეთ ჩემი მეგობრების განსჯა მათი მშობლების მიხედვით... ნუ მაძლევთ შენიშვნებს მეგობრების თანდასწრებით..." - თინეიჯერი შვილების თხოვნები მშობლებს
"შეწყვიტეთ ჩემი მეგობრების განსჯა მათი მშობლების მიხედვით... ნუ მაძლევთ შენიშვნებს მეგობრების თანდასწრებით..." - თინეიჯერი შვილების თხოვნები მშობლებს
"ამონაშვილის აკადემია" თინეიჯერი შვილების თხოვნებს აქვეყნებს მშობლებისადმი, რომლებიც მათი წერილების მიხედვით შეადგინეს და რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენმა თინეიჯერებმა ბევრი ფიქრის შემდეგ მშობლებს თავიანთი მოკრძალებული თხოვნები გაუზიარეს. გიზიარებთ თქვენც!
  • მომეცით შეცდომების დაშვების უფლება.
  • შეწყვიტეთ ჩემი მეგობრების განსჯა მათი მშობლების მიხედვით.
  • ნუ გვადარებთ სხვებს.
  • ნუ აკრიტიკებთ ჩემს ინტერესებს, საქმიანობას და გემოვნებას.
  • შედით ჩემს ემოციურ მდგომარეობაში.
  • მომაქციე ყურადღება მე, როდესაც ერთად ვართ და არა შენს ტელეფონს.
  • გვეთამაშეთ!
  • მოგვეცით პირადი სივრცე და დააკაკუნეთ სანამ შემოხვალთ და კარები დახურეთ რომ გახვალთ.
  • პატივი ეცით ჩემს წესებს.
  • აქცენტს ნუ აკეთებთ პატარა ნაკლზე.
  • ნუ გვართმევთ ტექნიკას.
  • შემოგვიერთდით ჩვენს ინტერესებში.
  • ნუ
    მაძლევთ შენიშვნებს მეგობრების თანდასწრებით.
  • ნუ გვიშლით ტელეფონის გამოყენებას, როდესაც თვითონ იყენებთ.
  • იყავით ჩვენი თანატოლები.
  • მოგვიყევით თქვენს ცხოვრებაზე.
  • ნუ გვადარებთ თქვენს ბავშვობას.
  • გამოხატეთ სითბო და სიყვარული ყველა შვილის მიმართ ერთნაირად.
  • მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ.
  • ნიშნები მთავარი არაა.
626
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი