10 შეცდომა, რომლებსაც მოზარდების მშობლები ხშირად უშვებენ
10 შეცდომა, რომლებსაც მოზარდების მშობლები ხშირად უშვებენ
მოზარდების მშობლებს, ალბათ, სურთ, რომ სპეციალური სახელმძღვანელო არსებობდეს, რომელიც შვილთან კომუნიკაციას გაუმარტივებს. თუმცა, მსგავსი უნივერსალური წესები არ არსებობს, რადგანაც ყველა ბავშვი განსხვავებულია. ამის მიუხედავად, სპეციალისტები მაინც გამოყოფენ იმ შეცდომებს, რასაც მოზარდების მშობლები ძალიან ხშირად უშვებენ:

არარეალური მოლოდინები

მშობლებს ზოგჯერ ჰგონიათ, რომ მათ რთულ ზრდასრულ ცხოვრებასთან შედარებით, მოზარდებს მარტივი, მხიარული და უდარდელი ცხოვრება აქვთ. მაგრამ, სინამდვილეში ასე არ არის. მათ ასაკში მოწყენილობა, დანაღვლიანება და მორცხვობა ნორმალურია, ამიტომაც ამის გამო არ უნდა გაკიცხოთ.
mshoblebi

წესების არარსებობა

გასაგებია, რომ მოზარდები თავიანთ ადგილს ეძებენ ამ სამყაროში, იბრძვიან
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ ეს
იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ რაიმე წესები და საზღვრები. მოზარდებს ოჯახის წევრების მიმართ გარკვეული ვალდებულებები უნდა ჰქონდეთ, რომ სწორი მორალური არჩევანი ან გადაწყვეტილებები მიიღონ.

ჩხუბი

როდესაც სახლში მოზარდი გყავთ, ემოციები შეიძლება კამათში გაიზარდოს, განსაკუთრებით, თუ ბავშვი რთულ პერიოდს გადის. ამ სიტუაციაში მასა და მშობლებს შორის ჩხუბი ადვილად იწყება, რაც გაუთავებელ დაპირისპირებაში გადადის, რომელშიც გამარჯვებული არც ერთი მხარე არ არის. ამიტომაც, ჯობს, მოუსმინოთ მოზარდებს, გაიგოთ, რა აწუხებთ და მერე გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა კამათის დაწყება.

საკუთარი თავის მოზარდთან იდენტიფიცირება

კარგია, რომ მშობელი საკუთარი თავის მოზარდის ადგილზე დაყენებას ცდილობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ გადააჭარბოს და ზღვარი არ გადალახოს. თუ, მაგალითად, დედა იწყებს იდენტიფიცირებას თინეიჯერ ქალიშვილთან, ცდილობს რაც შეიძლება ახლოს მივიდეს მასთან, შესაძლოა უკურეაქცია მიიღოს. თუკი თქვენი შვილების პირად სივრცეს უხეშად დაარღვევთ, თავს მოახვევთ საკუთარ აზრს, ეს მხოლოდ თქვენს დაშორებას შეუწყობს ხელს და არა დაახლოებას. ამიტომაც, გამოხატეთ თანაგრძნობა და ნუ გააუფასურებთ მის პრობლემებს.
mshoblebi

მოზარდის სიტყვების ძალიან მტკივნეულად აღქმა

არ დაგავიწყდეთ, რომ მოზარდობის პერიოდში ძლიერი ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, რაც ხშირად აიძულებს მოზარდს, არაგონივრულად მოიქცეს და საყვარელ ადამიანებს ისეთი რამ უთხრას, რაც, წესით, არ უნდა ეთქვა. მნიშვნელოვანია, ეს დაიმახსოვროთ და გულთან ახლოს არ მიიტანოთ ყველაფერი, რასაც ბავშვი გეუბნებათ, მით უმეტეს, თუ ეს ჩხუბის დროს ხდება. ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია, დაელოდოთ, ვიდრე არ დამშვიდდება და მერე დაელაპარაკოთ.

მომავლის წინასწარმეტყველების მცდელობა

მშობლებს ყოველთვის აწუხებთ შვილების მომავალი, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მოზარდებს ეხება. მაგრამ მოზარდის დაშინება და საშინელი მომავლის წინასწარმეტყველება, რომ არაფერი გამოუვა, ვერაფერს მიაღწევს, თუ დროულად არ მოვა გონს, კარგ არაფერს მოგიტანთ. ეს არა მხოლოდ პროტესტსა და გაღიზიანებას გამოიწვევს, არამედ კომუნიკაციის მცდელობასაც ჩაახშობს.
mshoblebi

"ლექციის" წაკითხვა

ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ ყველა თინეიჯერული პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, თუ ბავშვს ლექციას ჩაუტარებენ და ეტყვიან, როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციაში. მათ ჰგონიათ, რომ მითითებების მიცემის შემდეგ ბავშვები ამას ავტომატურად გააკეთებენ. მაგრამ ეს არ მუშაობს, რადგანაც პირადი გამოცდილების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ადამიანმა ის თავად უნდა შეიძინოს. ბევრად უფრო ეფექტური და სასარგებლოა, უბრალოდ ყურადღებით მოუსმინოთ მოზარდს და მისცეთ რჩევა იმ შემთხვევაში, თუ ის ამას გთხოვთ.

ეპითეტები

როდესაც ბავშვები და მშობლები ერთმანეთს აჯავრებენ, აცინებენ, ეს ჩვეულებრივ სახალისო, სასაცილო და უვნებელია და ოჯახს აახლოვებს. თუმცა, თინეიჯერების შემთხვევაში, ყოველთვის უნდა იცოდეთ, როდის გაჩერდეთ. ძალიან მგრძნობიარეები არიან და ერთმა სიტყვამაც კი, რომელიც მის პიროვნებას ეხება, შესაძლოა, მთლიანად შეუცვალოს განწყობა, თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინოს და გაანერვიულოს.
mshoblebi

ემოციური კავშირის დაკარგვა

ბავშვობის ასაკიდან გამოსვლისა და ზრდასრულობის პერიოდში შესვლისას მნიშვნელოვანია, რომ შვილებთან ემოციური კავშირი არ დაკარგოთ. თინეიჯერს, რაც არ უნდა უარყოფდეს ამას, ეს მაინც ყველაზე ძალიან სჭირდება. მიეცით მეტი დამოუკიდებლობა, მაგრამ შეეცადეთ შეახსენოთ, რომ თქვენ ჯერ კიდევ აქ ხართ და მზად ხართ ნებისმიერ მომენტში მხარი დაუჭიროთ. შეგიძლიათ დაუტოვოთ მხიარული ჩანაწერები, დროდადრო ისადილოთ მასთან კაფეში. დარჩით მისთვის ახლო და საიმედო ადამიანად. ემოციური კავშირის შენარჩუნება ამაში დაგეხმარებათ.

მათ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ

მოზარდები შეცდომებს უშვებენ, იღებენ უცნაურ გადაწყვეტილებებს და შემდეგ მშობლებს დახმარებისთვის მიმართავენ. ეს ნორმალურია, მაგრამ მშობელს ხშირად ნერვები ეშლება. მნიშვნელოვანია მოუსმინოთ საკუთარ თავს და გაიგოთ, საჭიროა თუ არა სასწრაფოდ დახმარება, შეუძლია თუ არა მოზარდს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამას. ეს დაგეხმარებათ, ერთი მხრივ, მას მისცეთ შესაძლებლობა, თავად მოიფიქროს, რა გააკეთოს, მეორე მხრივ კი, თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას, არ გამოგრჩეთ რაიმე საშიში და უსიამოვნო ფაქტი, რომელსაც თქვენი შვილის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

4675
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები