თინეიჯერის ტვინის საიდუმლოებები - ეს ყველა თინეიჯერის მშობელმა უნდა წაიკითხოს
თინეიჯერის ტვინის საიდუმლოებები - ეს ყველა თინეიჯერის მშობელმა უნდა წაიკითხოს
რამდენიმე წილის წინ ფრენსის ჯენსენის 16 წლის ქალიშვილმა მანქანა დაამტვრია. რამდენიმე წლით ადრე კი მისი მეორე შვილი (ბიჭი) სახლში თმაშეღებილი დაბრუნდა. პენსილვანიის უნივერსიტეტის ნევროლოგმა გადაწყვიტა, შეესწავლა თინეიჯერების არაეთიკური ქცევა, მათი აზროვნების პროცესები და შეგროვილი მასალები გააერთიანა წიგნში „თინეიჯერი ტვინი“. მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერების ფსიქოლოგიაზე, მშობლების დამოკიდებულებაზე ბევრი დაწერილა, არავის განუმარტავს ნეირონების და ტვინის კავშირების შესახებ, რომლებიც ამ პერიოდს ხდის ისეთს, როგორიც ის თითქმის ყველა თინეიჯერს გამოუცდია. კვლევის ავტორი ამბობს, რომ მოპოვებულმა ინფორმაციამ ის უფრო მეტად მომთმენი გახადა თავისი შვილების მიმართ.
მშობლების და შვილების უთანხმოება, გაუცხოება გარდატეხის ასაკში საკმაოდ აქტუალური თემაა.
mshoblebi
თავიანთი შეკითხვები მშობლებმა წიგნის ავტორს გაუგზავნეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

რატომ არის ჩემი გოგონა აგრესიული განსაკუთრებით ჩემს მიმართ?
თინეიჯერები ხშირად არიან იმედგაცრუებულნი სიტუაციებით და საკუთარი თავით. მათ ტვინში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის მოსარგები, მოსაწესრიგებელი. რისკიანობა და იმპულსურობას ისინი გამოხატავენ, რადგან მათ ვერ მართავენ ტვინს შუბლის იმ მონაკვეთთან, რომელიც აკონსტოლებს აგრესიას, განწყობას. როდესაც მშობლები უფრო მეტად დაფიქრდებიან და გაათვითცნობიერებენ იმას, თუ რა ხდება ამ დროს მოზარდის ტვინში, ეცდებიან იყვნენ უფრო მეტად მომთმენნი. ეცადეთ, იყოთ ძალიან ახლობელი თქვნი შვილისთვის, მიუხედავად იმისა, თუ ის ხელს გკრავთ.
ყოველთვის დაითვალეთ ათამდე და იფიქრეთ ორმაგად.
ეს არის რთული პერიოდი, რომელიც შეიძლება იყოს ფსიქიკური დაავადების დასაწყისი, აგრესია კი ხშირად წინაპირობაა დეპრესიის ან შინაგანი შფოთვისა. ამ დროს თქვენს შვილს ყველაზე მეტად სჭირდებით და არაფრის დიდებით არ კრათ ხელი.

თავს ვგრძნობ ზედმეტად, უცხოდ ჩემი შვილების ცხოვრებაში, რატომ აღარ მეკონტაქტებიან?
თინეიჯერობის წლები, არის თვითაღმოჩენის და სიახლისკენ სწრაფვის პერიოდი. გასაკვირი არ არის, ეს ბუნებრივია, რომ მათ დაიწყეს ურთიერთობის გაწყვეტა. თინეიჯერებს უნდათ იყვნენ დამოუკიდებლები. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ სამყაროში, სადაც არც ერთი თაობის თინეიჯერს მსოფლიო ისტორიაში არ ჰქონია მსგავის სტიმულაცია, როგორიც აქვთ დღეს - ონლაინ/ინტერნეტ სამყაროში. ამიტომ აუცილებელია, რომ მშობლები მაინც ეკონტაქტონ შვილებს. იპოვეთ მომენტი იმისთვის, რომ თვალებში შეხედოთ ერთმანეთს, მხედველობითი კონტაქტი დაგეხმარებათ, ალაპარაკდეთ სენსიტიურ თემებზე. არ არის საკმარისი მხოლოდ ტელეფონზე თუ ინტერნეტით კონტაქტი, უშუალო კონტაქტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
mshoblebi
აბაზანაში დაყრილი ტანსაცმელი, გულმავიწყობა, ჭუჭყიანი თეფშების გროვა საწოლის ქვეშ, რატომ არ აღელვებთ ეს ჩემს თინეიჯერ შვილებს? რატომ არ უნდათ, რომ იყვენ მოწესრიგებულები?
ჩვენს წესრიგიანობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი ტვინი. ტვინის ნაწილები ერთმანეთს სინაფსების საშუალებით უკავშირდებიან, რომლებიც იზოლირებულია, ისევე, როგორც ელექტროსადენები. საიზოლაციო ნივთიერებას ეწოდება მიელინი - ნივთიერება, რომლითაც დაფარულია ნერვული ბოჭკოები. მათ ტვინში წარმოქმნას დრო, წლები სჭირდება. ზრდა იწყება კეფიდან და ნელ-ნელა მოიწევს წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ჭკვიანმა მოზარდებმა შესაძლოა ძალიან სულელური რამ გააკეთონ იმპულსურად. ხშირ შემთხვევაში თინეიჯერების არაეთიკური ქცევა მათი ტვინის ანატომიური აგებულებიდან გამომდინარეობს.
ჩემი აზრით, ორგანიზების უნარი არ არის თანამედროვე თინეიჯერებისთვის პრიორიტეტული. მათ ბევრი სხვა საფიქრალი აქვთ. ისინი მოუწესრიგებლები არიან იმის გამო, რომ არ აძლევენ საკუთარ თავს დროს მოსაწესრიგებლად.

რატომ არ უნდა ჩემს თინეიჯერ შვილს დროულად დაწოლა და რატომ ვერ ვაღვიძებ დილაობით?
ამ ფაქტს აქვს აბსოლუტურად ბიოლოგიური საფუძველი. სანამ დადგება სქესობრივი სიმწიფე, ისინი 3-4 საათით უფრო გვიან იძინებენ და ასევე უფრო გვიან იღვიძებენ, ვიდრე მოზარდები. ჩათვალეთ, რომ ისინი გამოუძინებლები არიან და დილის 8 საათზე მათი გაღვიძება ამიტომ არის რთული. ამაზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ასევე განათლების სისტემის მუშაკები. ქრონიკულად ძილის აღკვეთას თინეიჯერებისთვის მივყავართ იქამდე, რომ ისინი ვერ ასრულებენ მათ უმთავრეს მოვალეობას - სკოლაში სიარულს. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორი საჭიროა ძილი მეხსიერებისა და სწავლისთვის. ძილის აღკვეთა იმპულსურებს ხდის თინეიჯერებს, ამას ემატება მათი აგრესიის გაძლიერება და ვიღებთ ძალიან ცუდ შედეგს.

ჩემი თინეიჯერი შვილი საერთოდ არ ინტერესდება სკოლით, დავალებების შესრულებით. როგორ შეიძლება მივცე მოტივაცია სწავლისთვის?
წარმოიდგინეთ რამდენი სხვა, ერთმანეთის საპირისპირო ინტერესი აქვთ ახლა მათ. თინეიჯერისთვის უფრო სახალისოა ფეისბუქზე შესვლა ან ვიდეოთამაშებით გართობა, ვიდრე საშინაო დავალების შესრულება. თანამედროვე მსოფლიოში ეს პრობლემა ყველას აწუხებს. თინეიჯერობის წლები საუკეთესოა პრობლემების სადიაგნოსტიკოდ და სუსტ და ძლიერ მხარეებზე სამუშაოდ. ადამიანებს სწავლის სხვადასხვა მეთოდი აქვთ. თინეიჯერებს აქვთ უფრო მეტი სინაფსები (ნერვული უჯრედების შეერთების ადგილები), ვიდრე მოზარდებს, მათ შეუძლიათ ისწავლონ სწრაფად და დაიმახსოვრონ სწრაფად. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ადამიანის აკადემიური მიღწევები და შესაძლებლობები პატარა ასაკიდანვე განსაზღვრულია, რეალურად ასე არ არის. სწავლისადმი დამოკიდებულება შესაძლოა შეიცვალოს ზრდის პროცესში. თინეიჯერობის ასაკი არის პერიოდი დიდი შესაძლებლობების, ამ დროს თუ თავს ძალას დაატან და ყურადღებას მიაქცევ შენს ნიჭს, აუცილებლად მიღწევ წარმატებას. ეცადეთ იპოვოთ ხელჩასაჭიდი, თქვენი შვილის რაიმე სახის ინტერესი და ხელი შეუწყვეთ სწორედ მის განვითარებაში.

უნდა ვინერვიულო თუ არა, როცა ჩემი თინეიჯერი შვილი სვამს ალკოჰოლს და იღებს ტაბლეტებს?
ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობის ალკოჰოლის და ტაბლეტების მიღებამ თინეიჯერებში შეიძლება მოგვცეს ბევრად ცუდი შედეგი, ვიდრე მოზარდებში. სასმელმა შესაძლოა გამოიწვიოს თინეიჯერის ტვინის დაზიანება, მოზარდი კი შესაძლებელია უბრალოდ მოიწამლოს. თინეიჯერები, ამ ასაკში ადვილად ხდებიან დამოკიდებულები, ადვილად ეჩვევიან ალკოჰოლს, ტაბლეტებს, სიგარეტს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თუ თინეიჯერობის პერიოდში და მას შემდეგ აგრძელებ სიგარეტის მოწევას, IQ საგრძნობლად ეცემა დაბლა. ამიტომ ეს ფაქტი ნამდვილად არის სანერვიულო. თუმცა, პირდაპირმა აკრძალვამ შესაძლოა ცუდი უკურეაქცია მოგვცეს. ამ დროს საჭიროა ზომიერების დაცვა, ინდივიდუალური მიდგომა მშობლების მხრიდან.

რატომ ვერ ანებებენ თავს ჩემი თინეიჯერი შვილები სმარტფონს, ჭამის დროსაც კი თავი აქვთ ჩარგული, ნუთუ მხოლოდ ინსტაგრამია მათი ინტერესის სფერო?
თინეიჯერის ტვინს სტიმულაცია სწყურია. მათი ტვინის ანატომიური აგებულების გამო მათ უჭირთ თქვან: „საკმარისია“ „საჭიროა გავჩერდე და გავაკეთო სხვა რამე“. კვლევებმა აჩვენეს, რომ სმარტფონები და მსგავსი ტექნიკა ხელს უშლის თინეიჯერს სწავლაში, რადგან დამოკიდებულებას უჩენს. ამიტომ რაღაც მნიშვნელოვანის კეთების დროს საჭიროა ტელეფონი იყოს მათგან შორს. მიუხედავად სხვა სახის ინტერესებისა, უფროსებიც კი ძნელად წყდებიან კომპიუტერს, სმარტფონს, გასაკვირი არ არის, რომ თინეიჯერებიც ასე იქცევიან.

რატომ არ იცვამენ თინეიჯერები ქურთუკს წვიმიან და ცივ ამინდშიც კი?
ვფიქრობ, ეს არის იმპულსურობის, რისკის გამოხატვის ერთგვარი მეთოდი. დამოუკიდებლობის, აღმასრულებლის როლის ნაკლებობა მოქმედებს ამ ყველაფერზე და თავისუფლებას პოულობს ასეთ ქცევაში. შესაძლოა, გაიყინონ და დასველდნენ კიდეც, მაგრამ ამით წარმოაჩენენ საკუთარ მეს.
mshoblebi
როგორ უნდა ვიზრუნო ჩემი შვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?
უპირველესად უნდა ეკონტაქტოთ თქვენს შვილს. თანმიმდევრულ სოციალურ პრობლემებს შესაძლოა მოჰყვეს დეპრესია. როდესაც თინეიჯერები ბავშვობიდან არიან სოციუმისგან იზოლირებულები, როდესაც არ სურთ კონტაქტი არავისთან, როდესაც იკლებენ ან ძლიერ იმატებენ წონაში, როდესაც საკუთარ თავს აღარ აქცევენ ყურადღებას, ეს შეიძლება იყოს პირველი ნიშნები იმისა, რომ პრობლემა იწყება. მშობელი უნდა იყოს დაკვირვებული და ყურადღებიანი. ყველაზე მნიშვნელოვანია კარგად იცნობდეთ თქვენს შვილს და გაიაზროთ ხშირად - თინეიჯერების არაეთიკური საქციელი სულაც არ არის გამიზნული, მათი ტვინი ჯერ კიდევ ყალიბდება, ეს ტვინის ანატომიური მდგომარეობაა, რომელიც აიძულებს მათ მოიქცნენ ისე, როგორც მათი უმრავლესობა იქცევა.
თარგმნა სალომე გორგოშიძემ
58321
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
მარიამი
1
მეც ზუსტად ამ დღეში ვარ მაგრამ ჩემი არავის ესმის საერთოდ არავის არც ჩემს მშობლებს არავის უნდა ჩემი გაგება და მოსმენა
23:42 / 25-02-2017
12
0
მე არ ვარ თინეიჯერი მაგრამ ეხლაც კი მიჭირს მშობლებთან ურთიერთობა რადგან მათთან სალაპარაკო არაფერი მაქვს
23:26 / 07-03-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```