მოზარდების 5 ყველაზე მტკივნეული პრობლემა
მოზარდების 5 ყველაზე მტკივნეული  პრობლემა
1 / 2
Next
ერთ მშვენიერ დღეს თქვენი მოსიყვარულე ვაჟიშვილი ან გოგონა უხეში და ნერვიული ხდება. არ ესმის არც რჩევა, არც შენიშვნა. ძალიან ბევრ მშობელს უჩნდება ეს პრობლემა, როცა შვილი 12-13 წლის ხდება. ზოგიერთი შვილი ამ ასაკშიც ახარებს თავის მშობლებს, მაგრამ ასეთი შემთხვევები მაინც იშვიათია.

გახსოვდეთ, თქვენი მოზარდი შვილი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პიროვნებაა, რომელიც მოზრდილთა სამყაროში საკუთარ ადგილს ეძებს. ყოველი მოზარდი სხვადასხვანაირად ცდილობს ამას, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა. ზოგიერთს უფრო ადვილად უგებენ ოჯახში, ზოგიერთი
კი თანამოაზრეებს სხვა სამყაროში ეძებს, სადაც ყოველთვის კარგი რჩევებით არ "უმასპინძლდებიან". გახსოვდეთ, რომ მოზარდების ბევრ უცნაურ ახირებას ფსიქოლოგები "ნორმალურ საყმაწვილო სინდრომს" უწოდებენ.
რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე ხშირად მოზარდებს და რით გამოხატავენ გარდატეხის ასაკის ნიშნებს.

ამბოხი

გარდატეხის ასაკში მყოფი გოგო-ბიჭები საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს პოულობენ და საკმაოდ რაციონალურად აზროვნებაც შეუძლიათ. მათ ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვთ და დასაბუთებულადაც მსჯელობენ. ისინი ყველაფერს გააპროტესტებენ, რასაც თავს მოახვევთ. არ აღიარებენ საზოგადოებაში მიღებულ წესებს. ყველაფრით უკმაყოფილოები არიან - აკრიტიკებენ მშობლებს და მასწავლებლებს, თან მზად არიან, ბოლომდე გაიტანონ თავისი.
მშობლებმა ამ დროს მაქსიმალური სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და მშვიდად, რბილად მიუთითონ სწორი პოზიციისკენ. გახსოვდეთ, არც ისე ცუდია, თუ ამ ასაკში ბავშვი
დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობისკენ მიისწრაფვის. მოვა დრო და ხასიათის ეს თვისებები უკეთეს გამოხატულებას იპოვის.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
15861
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
Tamuna
0
Chemi vaji ukve 18 clis aris 18clamde saxlidan gaiqca ramodenime cudi saqcielic chaidina shemdeg msubuqi narkotikis momxmarebelic agmochnda yvelanairad davudeqi gverdshi sitbo siyvaruli darigeba cematyepva magram uaresobisken midis saqme vis mivmarto
01:24 / 15-10-2018
0
დზალიან აქტუალური ტემაა,როცა ქალი გასულია სახლიდან და 15 ცლის ბიჟს არანაირი მოვალეობის გრდზნობა არ აქვს როგორ ვუშველო?ადამიანად როგორ გავზარდო?
22:37 / 25-04-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```