საშიში მოდა – თოჯინებად გადაქცეული მოზარდები
საშიში მოდა – თოჯინებად გადაქცეული მოზარდები
იდეალისკენ სწრაფვა, ცნობილი ვარსკვლავის, კერპის თუ სხვა, მისაბაძი ადამიანის მსგავსად ქცევა, არა მარტო მოზარდებს, ხანდახან უფროსებსაც კი მოესურვებათ ხოლმე. თუმცა მოზარდებს შორის, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, ყველაზე გამძაფრებულია საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების განცდა. ამ დროს გაცილებით მეტად ისწრაფვიან ადამიანები, გახდნენ თავდაჯერებულები, სხვებისთვის მოსაწონები, გამორჩეულები, პოპულარულები... ამ ყოველივეს დევნაში კი, ხანდახან საკუთარ თავს კარგავენ.
ბოლო პერიოდში მოზარდებს შორის განსაკუთრებით საშიში ტენდენციები დამკვიდრდა, რასაც ჩვენი დღევანდელი ყოფაც უწყობს ხელს.

ბევრი მოზარდისთვის ხელმისაწვდომი გახდა აქამდე
შედარებით მოუწვდომელი აზარტული თამაშები, რომელიც მათ საბოლოოდ აქცევს ტყვეობაში. სხვადასხვა საშიში მიმდინარეობები, მაგალითად, სატანიზმი (იხილეთ სტატია). ეს ორი უკანასკნელი საქართველოშიც არის ფეხმოკიდებული და არც ისე ცოტა შემთხვევა არსებობს. გარდა ამისა, ეტალონებად ქცეული, ჩონჩხებივით გამხდარი მოდელების "სილამაზის პარამეტრებს" აყოლილი არაერთი მოზარდი გოგონა გახდა სასიკვდილო დიეტების მსხვერპლი, ზოგიერთს ანორექსია დაემართა (ერთ-ერთი ასეთი სავალალო შემთხვევის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ), სხვები კი ნარკოტიკებზე გახდნენ დამოკიდებულნი.
საზღვარგარეთ სულ უფრო ახალგაზრდავდება პლასტიკური ოპერაციები და უკვე 14-15 წლის ბავშვებსაც კი უკეთებენ არა მხოლოდ ჩვეულებრივ, "რიგით" ოპერაციებს, როგორიცაა მაგალითად, რინოპლასტიკა, არამედ ისეთ, განსაკუთრებით ამ ასაკში საშიშ ოპერაციებსაც, როგორებიცაა მკერდის პლასტიკა, სხეულის სხვადასხვა ნაწილების სრულიად შეცვლა და აბსოლუტურად სხვა ადამიანად ქცევა.
mshoblebi
სწორედ პლასტიკის,
ასევე უამრავი მაკიაჟის და სხვა საშუალებების ხელშეწყობით გავრცელდა ახალი და ასევე საშიში ტრენდი – თოჯინებად ქცევა. ამ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ მოზარდობიდან, გარდატეხის ასაკიდან "დაავადდა" მანიით, რომელსაც თოჯინად გადაქცევა ჰქვია, სისრულეში მოიყვანა ჩანაფიქრი და ზოგიერთმა მათგანმა, ისე საბოლოოდ და კატასტროფულად შეიცვალა გარეგნობა, ძალიანაც რომ მოინდომოს, უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ იპოვის. ახალგაზრდებს, რომელთაც ყველაფერი წინ აქვთ, ცხოვრებისეული განცდები, ბევრი სიხარული, სიახლე, განსაცდელი, თავგადასავალი, ურჩევნიათ, ხელოვნურად შექმნილ არსებებს დაემსგავსონ, უემოციო თოჯინებად იქცნენ, რომელთა ცხოვრება მხოლოდ ვირტუალურია – სოციალურ ქსელში თუ ჟურნალებში გავრცელებული ფოტოების სახით.
ახლა სულ რამდენიმე მათგანზე გიამბობთ და კიდევ ერთხელ ვახსენებთ მშობლებს, რომ ბავშვის ნებისმიერი ასაკი მნიშვნელოვანია და ყურადსაღები, განსაკუთრებით კი გარდატეხის ასაკი – ეს დრო, ამ დროის სირთულეები არ უნდა გამოეპაროთ მხედველობიდან, არ უნდა დაკარგონ კავშირი თავიანთ შვილებთან და არ მისცენ მათ საშუალება, სავალალო შედეგებამდე მივიდნენ და ცხოვრება დაინგრიონ.
mshoblebi
ვალერია ლუკიანოვა თოჯინა ბარბის ისე დაემსგავსა, ნამდვილ ადამიანს აღარც ჰგავს. აღიარებს, რომ მკერდის ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა აშკარად სახეზეც აქვს გაკეთებული პლასტიკა. გარდა ამისა, სპეციფიკური მაკიაჟით, კონტაქტური ლინზებით და სხვა საშუალებებით მაქსიმალურად ემსგავსება არაცოცხალ არსებას, იღებს ფოტოებს და შემდეგ უზიარებს თაყვანისმცემლებსა და მიმდევრებს, რომელთა რაოდენობა არც ისე ცოტაა.

mshoblebi
ვამ ჯაგუნი ჩინეთში ცხოვრობს და სწავლობს. ამგვარმა გარეგნობამ, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის პლასტიკასა და მაკიაჟს, ჩინური ინტერნეტის ვარსკვლავად აქცია.

mshoblebi
იაპონელმა მოდელმა ვანილა ჩამუმ 102 ათასი დოლარი დახარჯა პლასტიკურ ქირურგებზე, რომ გარეგნობა შეეცვალა. საბოლოოდ ნამდვილ ფაიფურის თოჯინას დაემსგავსა. გაჩერებას არც აპირებს – კვლავ აგრძელებს ოპერაციების გაკეთებას, რომ ნაკლები დარჩეს მასში ადამიანური და გახდეს ჩვეულებრივი თოჯინა.

mshoblebi
ლოლიტა რიჩი ჯერ კიდევ მოზარდია – 16 წლისაა და ამტკიცებს, რომ ჯერ არ გაუკეთებია პლასტიკური ოპერაციები და არც დიეტებს იცავს, თუმცაღა მისი გარეგნობა საპირისპიროზე მეტყველებს.

mshoblebi
ამერიკელმა ჯასტინ ჯედლიკამ 150 ათასი დოლარი დახარჯა, რომ ცნობილი თოჯინა კენის ასლი გამხარიყო. მან 100 (!) პლასტიკურო ოპერაცია გაიკეთა, მკერდის გაზრდის ოპერაციის ჩათვლით. ახლა ამაყად უწოდებს თავს კენს და უხარია, რომ ახალმა იმიჯმა პოპულარობა მოუტანა. მთავარი მისთვის სწორედ ეს არის – პოპულარობა ნებისმიერ ფასად...

ასევე იხილეთ: პატარა გოგონა, რომელსაც გასუქება არ უნდოდა - ცნობილი მოდელის ტრაგიკული ამბავი
თინეიჯერის ტვინის საიდუმლოებები - ეს ყველა თინეიჯერის მშობელმა უნდა წაიკითხოს
საშიში მოდა მსოფლიოში – თოჯინები შვილების, ქმრების და ცოლების ნაცვლად
10381
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?